ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში

მომავლის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან-ბატონ გიორგი ლომთაძესთან სადაც განხილული იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა; სასამართლოს როლი და მიზნები ქვეყნის დემოკრატიის პრინციპის ასამაღლებლად შეხვედრაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში, განხილული იქნა სასამართლოს პრაქტიკაში აწ უკვე მიღებული გადაწყვეტილებები და საერთაშორისო გამოწვევები, აღნიშნული ვიზიტის მიზანია რომ, სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში, მათში კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების განვითარება მადლობა სკოლის დირექციას მხადაჭერისთვის.
Read More

გილოცავთ მასწავლებელთა ეროვნულ დღეს !

განათლების და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით 27 ოქტომბერი მასწავლებლის ეროვნული დღეა!ჩემთვის ყველა ის დღეა დღესასწაული, როცა მოსწავლეს ხედავ და ის გხედავს!! როცა მოსწავლე იღებს შენს მიწოდებულ ინფორმაციას, გთვლის ავტორიტეტად, გისმენს და შემდეგ გააზრებულსა და ნასწავლს იყენებს ქვეყნის სასიკეთოდ! ეს სიკეთე ხომ გადამდებია!! ჩემს მასწავლებლებს! ჩემს კოლეგებს!ყველას , ვინც წლების განმავლობაში ემსახურება და დგას მომავალი თაობის აღზრდის სადავეებთან- ვულოცავ ამ დღეს!! თქვენ ხომ , ერის საუნჯის შემქნელი და შემნახველი ხართ ! თქვენ , ხომ ქვეყნის მომავალი თაობის გონებრივი მაჯისცემის სათავე ხართ!თქვენ ხომ, განათლების სადარაჯოზე დგახართ, ქვეყნის მიჭირნახულენო და მოამაგენო! ქედს ვიხრი თქვენს წინაშე! გილოცავთ! 27.10.2023 წელი ცირა ქასრაძე
Read More

დღეს ენების ევროპული დღეა და ლინგვისტურ მრავალფეროვნებას აღვნიშნავთ!

დღეს ენების ევროპული დღეა და ლინგვისტურ მრავალფეროვნებას აღვნიშნავთ!ენა არ არის მხოლოდ კომუნიკაციის საშუალება, ის თითოეული ქვეყნის მდიდარი კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. სწორედ ამიტომ, ევროკავშირი სიამაყით ინარჩუნებს 24 ოფიციალურ ენას და ევროპის საბჭოსთან ერთად, ყოველ წელს, ენების ევროპულ დღეს აღნიშნავს, ლინგვისტური მრავალფეროვნების პატივსაცემად და ენების შესწავლისა და კულტურათაშორისი ურთიერთობების მხარდასაჭერად. Today we celebrate linguistic diversity with the European Day of Languages!Language is not just a means of communication, it's a vital part of every country's rich cultural heritage. That's why the EU proudly maintains 24 official languages and celebrates the European Day of Languages together with the Council of Europe every year to honour linguistic diversity, promote language learning, and foster intercultural understanding.
Read More

დაიწყო ახალი 2023-2024 სასწავლო წელი

მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად ჩვენი სკოლის კარს შემოაღებენ, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს. ჩვენს წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი თქვენ მიგიძღვით, ძვირფასო მშობლებო, თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვეხმარება ყოველგვარი სიახლის დანერგვაში. ამიტომაცაა, რომ სკოლა ფეხს უწყობს ქვეყნის საგანმანათლებლო სტრატეგიას და პრიორიტეტულ მიმართულებებს. ამასთან ერთად ვითვალისწინებთ ჩვენი მოსწავლეების ინტერესთა სფეროს, მათ სურვილებსა და მისწრაფებებს, თამამად ვუსწორებთ თვალს ყველა სიახლეს, ყველა ახალ გამოწვევას. შემართებითა და ენთუზიაზმით ჩაერთო პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში სკოლის ყველა მასწავლებელი. ეს კი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობისათვის, თითოეულ მათგანზე ზრუნვის ნათელი გამოხატულებაა. მადლობა ამისათვის…
Read More

საგნობრივი კათედრების შეხვედრა სკოლის დირექტორთან და ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთან .

საგნობრივი კათედრების შეხვედრა სკოლის დირექტორთან და ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთან. სკოლის სივრცეში აუცილებელი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანთა პროფესიული ორგანიზების ისეთ ფორმატს,როგორიც არის საგნობრივი კათედრა. აქ ხდება და სკოლისთვის, ბავშშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესის გააზრება, სამოქმედო ამოცანებად ჩამოყალიბება და განხორციელებაზე ზრუნვა. მასწავლებლები, დირექტორთან და ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალსტან ერთად , მიზნობრივად საკუთარ ინტერესებს აერთიანებენ, პროფესიულ გამოცდილებას, საქმის მიმართ სიყვარულსა და პასუხისმგებლობას,რათა შექმნან საგანმანათლებლო საერთო ძალმოსილება. რაც საბოლოო ჯამში ქმნის ერთიან სასკოლო კულტურას.
Read More

2023_2024 სასწავლო წლის პირველი შეხვედრა მომავლელ თანამშრომლებთან

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს სასწავლო წელი ჩვენი მოსწავლეებისთის იქნება ინოვაციებით, წარმატებებითა და დასამახსოვრებელი გამოცდილებით სავსე. ენთუზიაზმითა და ერთიანობით ვემზადებით ფანტასტიკური სასწავლო წლისთვის!
Read More

დიაგნოსტიკური წერა 2023

15.06.2023მომავლის სკოლაში დასრულდა სასწავლო წლის ბოლოს დაგეგმილი დიაგნოსტიკური ელექტრონული წერები.დიაგნოსტიკური წერის მიზანია განვლილი მასალის განმეორება- განმტკიცება.წარმატებები და ბედნიერი არდადეგები მომავლელებო! (იხ. სრულად)
Read More

საუკეთესო მომავლელები

14.06.2023 საუკეთესო მომავლელების დიაგნოსტიკური რეიტინგული წერის საუკეთესო შედეგებიგილოცავთ , წარმატებები! (იხ. სრულად)
Read More

დიაგნოსტიკური წერა 2023

13.06.2023მომავლის სკოლაში გრძელდება სასწავლო წლის ბოლოს დაგეგმილი დიაგნოსტიკური ელექტრონული წერები.დიაგნოსტიკური წერის მიზანია განვლილი მასალის განმეორება- განმტკიცება. (იხ. სრულად)
Read More

დიაგნოსტიკური წერა 2023

12.06.2023მომავლის სკოლაში დაიწყო სასწავლო წლის ბოლოს დაგეგმილი დიაგნოსტიკური ელექტრონული წერები.დიაგნოსტიკური წერის მიზანია განვლილი მასალის განმეორება- განმტკიცება. (იხ. სრულად)
Read More