წლის შემაჯამებელი შეხვედრა სკოლის მასწავლებლებთან (2023-2024 ს/წ)

2023-2024 წლის შემაჯამებელი შეხვედრა სკოლის მასწავლებლებთან 2023_2024 ს/ წლის შეჯამება და მომდევნო წლის სტრატეგია! მომხსებებელი_ სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი _ ცირა ქასრაძე სასწავლო პროცესის დახვეწა და აკადემიური ხარისხი! მომხსენებელი _ ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერი _ თამთა მურვანიძე. კლასის კურატორის როლი სასწავლო პროცესის სრულყოფის მთავარი მექანიზმი! მომხსენებელი სასწავლო მენეჯერი_ თეა ვადაჭკორია. საგნობრივი კათედრების ანგარიში!მომხსენებლები : მაია დვალი; თეა ჩხიკვაძე; დიანა ბაძაღუა; სოფიკო მიქელაძე; თეონა შანთაძე. წლის საუკეთესო კათედრა _ ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრახელმძღვანელი: თეა ჩხიკვაძე! წლის საუკეთესო კურატორები: მარიამ ჭანტურია; გულო სურმანიძე. წლის საყვარელი მასწავლებელი: შორება ჩიქოვანი საინტერესო და გამარჯვების შეხვედრა!წარმატებული წლის ბოლო აკორდი! მადლობა ბათუმის მომავლის სკოლა / Batumi School of the future მაწავლებლებსა და თანამშრომლებს ეროვნული საქმის ღირსეულად გაძღოლისათვის!#ჩვენერთიგუნდივართ##არამარტოსკოლა##ერთადმომავლისსადარაჯოზე#+38
Read More

მომავლის სკოლაში დასრულდა 2023-2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი საგამოცდო ტესტები V-XI კლასებში

მომავლის სკოლაში დასრულდა 2023-2024 სასწავლო წლის შემაჯამებელი საგამოცდო ტესტები V-XI კლასებში. ქართული ენა და ლიტერატურა, ინგლისური ენა, მათემატიკა, ისტორია მოსწავლეთა მხარდაჭერისა და წახალისების პროგრამის ფარგლებში თერთმეტმა მოსწავლემ დააგროვა წინასწარ გათვალისწინებული რეიტინგული 100 ქულა და მოიხსნა ზემოთ აღნიშნული გამოცდებიდან. ისინი დამკვირვებლებად გვევლინებიან საგამოცდო ოთახებში. ასევე შემაჯამებელ საგამოცდო ტესტირებას ესწრება მშობელთა სათათბიროს წარმომადგენლები და სკოლის დირექცია.ტესტები ვალიდურია, ემსახურება განვლილი მასალის განმეორებას.
Read More

მე_4 აბ კლასის ჟღუტულებმა დაასრულეს სასწავლო წელი!

= ონლაინ_ გმირები! =აკადემიურები! = პოზიტიურები! = საქართველოს მომავალი! გილოცავთ V კლასში გადასვლას! მადლობა მომავლელებო; მასწავლებლებო; მშობლებო!!მომავალი თქვენია!!ცირას და მომავლელებს უყვარხართ!!
Read More

“საქართველოს ისტორიის კვალდაკვალ”

ჩემისაქართველოაქარის 05.06.2024_ში ბათუმის მომავლის სკოლაში ჩატარდა შემეცნებითი ღონისძიება სახელწოდებით: "საქართველოს ისტორიის კვალდაკვალ",რომელშიც მონაწილეობა მიიღეს VIIIა კლასის მოსწავლეებმა და მომავლის სკოლასთან არსებულმა სტუდიამ "ქართული" .მომავლელებმა გვამოგზაურეს საქართველოს წარსულში,განასახიერეს ქართველი მეფეები და წარმოგვიდგინეს საქართველოს ისტორიის მნიშვნელოვანი ეპიზოდები. ღონისძიებაში ჩართული იყო ქართული ცეკვები და სიმღერები,სადაც ნათლად იგრძნობოდა ეროვნული ნიჭისა და გენის ზეიმი. "როგორც სამშობლო უფალი ერთია ქვეყანაზედა"_უთქვამს რაფიელ ერისთავს.ძლიერ და ერთიან საქართველოში გეცხოვროთ მომავლელებო! მადლობა მხარდაჭერისთვის მომავლის სკოლის დირექციას და მშობლებს! დამრიგებელი: მარი ჭანტურიასტუდიის ხელმძღვანელები: ანდრო შანიძე,თემურ სიორიძე.
Read More

სკოლის დირექტორისა და დამფუძნებლის შეხვედრა პირველი კლასის მშობლებთან

ურთიერთანშრომლობა სასკოლო საზოგადოებასთან!სკოლის დირექტორის საინფორმაციო შეხვედრა I ა და I ბ კლასის მშობლებთან და მასწავლებლებთან!ერთად_ყველაფერს შევძლებთ
Read More

გილოცავთ ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს !

1 ივნისი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა! 1 ივნისი, ზაფხულის პირველი დღე, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეა. ამ დღესასწაულს მთელ მსოფლიოში და რა თქმა უნდა, საქართველოშიც აღნიშნავენ. დღესასწაულის დაარსების იდეა პირველად ჟენევის საერთაშორისო კონფერენციაზე 1925 წელს გახმიანდა. მისი დაწესების საკითხი კი გააქტიურდა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ბავშვთა პრობლემებზე, კაცობრიობის მომავალზე ზრუნვა, მთელი მსოფლიოს ერთ-ერთ უმთავრეს საფიქრალად იქცა. ამასთან დაკავშირებით პარიზში ქალთა საერთაშორისო კონგრესზე დადეს ფიცი, რომ მშვიდობის შენარჩუნებისა და ბავშვთა ბედნიერებისათვის ზრუნვა მათი უპირველესი ამოცანა იქნებოდა. პირველად ბავშვთა დაცვის დღე 1959 წელს დაწესდა და მას შემდეგ ეს დღესასწაული მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში ყოველწლიურად აღინიშნება. ბავშთა დაცვის საერთაშორისო დღეს საკუთარი დროშაც კი გააჩნია, ის მწვანე ფერისაა, რაც ჰარმონიის, სიცოცხლის და ნაყოფიერების ფერია. ბათუმის მომავლის სკოლა ყველა ბავშვს ულოცავს ამ დღეს და ბედნიერ ბავშობას უსურვებს!
Read More

ბოლო ზარი

დღეს, 2024 წლის 23 მაისს ბათუმის მომავლისსკოლაში უკვე მე12-ე ბოლო ზარი დაირეკა. ერთად გატარებული უამრავი თავგადასავლები, “ონლაინჟამიანობა”ერთობა, მუდამ იქნება ჩვენი კურსდამთავრებულების მოგონებებში. ეს დღე, ბათუმის მომავლის სკოლაში წარმოდგენილია ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგებითა და წინსაფრებით, უამრავი კეთილი სურვილი და ამავედროულად ჩვენი თვალცრემლიანი მასწავლებლები და ადმინისტრაცია. ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული წყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია და რაც მთავარია. ყველაზე უმთავრესისთვის – სტუდენტობისთვის ემზადები.ჩვენო მომავლელებო გილოცავთ წინ ბევრი გამარჯვებისკენ !
Read More

გილოცავთ აღდგომის ბრწიყნვალე დღესასწაულს !

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღდგა!  ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა უდიდესი საუფლო დღესასწაულია. სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების დღესასწაული. დღე, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებულია, ყველაზე დიდი სიხარულის და იმედის მომტანია. გისურვებთ ჯანმრთელობას და სულიერ სიძლიერეს! ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად აღდგა!
Read More

23.04-26.04 ბათუმის მომავლის სკოლაში უცხო ენის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა “უცხოური ენის კვირეული 2024″

23.04-26.04 ბათუმის მომავლის სკოლაში უცხო ენის კათედრის ორგანიზებით ჩატარდა “უცხოური ენის კვირეული 2024”, რომელიც გაფერადებული იყო არა~ერთი საინტერესო აქტივობებით. აქტივობა-სწავლა კეთებით , რისთვისაც დიდი მადლობა თითოეულ პედაგოგს მათი აკადემიურობისთვის და ჩვენს მომავლელებს გონიერებისათვის. ყველა კლასში აღინიშნა უილიამ შექსპირის დაბადების დღე, და ჩვენმა მომავლელებმა შეისწავლეს. მისი ცნობილი გამონათქვამები/ფრაზები. გაიმართა საინტერესო ვიდეო მასალის ჩვენება “15 Facts about William Shakespeare” , აღინიშნა დედამიწის დღე სადაც ბავშვებმა მოგვაწოდეს საინტერესო პოსტერები თემაზე “Save the Earth “. დიდი მადლობა სკოლის დირექტორსა და დამფუძენებელს - ქ. ცირა ქასრაძეს და ხარისხის უზრუნველყოფის მენეჯერს თამთა მურვანიძეს გვერდში დგომისთვის და მეგობრული რჩევებისთვის. განსაკუთრებული მადლობა მე-6 კლასელებს , კერძოდ აჩი ხოზრევანიძეს და ნიკა მამულაძეს “Big Ben “და “Tower Bridge “ულამაზესი მაკეტის შექმნისათვის. #უცხოურიენისკვირეულია2024
Read More