ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში

მომავლის სკოლის მე-10 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ საკონსტიტუციო სასამართლოს. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან-ბატონ გიორგი ლომთაძესთან სადაც განხილული იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა; სასამართლოს როლი და მიზნები ქვეყნის დემოკრატიის პრინციპის ასამაღლებლად

შეხვედრაზე კითხვა-პასუხის რეჟიმში, განხილული იქნა სასამართლოს პრაქტიკაში აწ უკვე მიღებული გადაწყვეტილებები და საერთაშორისო გამოწვევები, აღნიშნული ვიზიტის მიზანია რომ, სასამართლოს საქმიანობის შესახებ ცნობიერების ამაღლება მოსწავლეებში, მათში კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების განვითარება

მადლობა სკოლის დირექციას მხადაჭერისთვის.