ჩემი სკოლა-ჩემი სუნთქვაა! შპს ბათუმის მომავლის სკოლა ფუნქციონირებს 2012 წლიდან. სკოლა, ამჟამად, მდებარეობს ქ. ბათუმში, ჰ.აბაშიძის ქ. № 49-ში. სკოლაში სწავლება მიმდინარეობს დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე. მოსწავლეთა თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, სკოლა ყოველწლიურად ცდილობს ფეხი აუწყოს თანამედროვე გამოწვევბს, საგანმანათლებლო სფეროში. დაარსების დღიდან მომავლელებისათვის მთავარი: გულწრეფელობა, წინდახედულობა, სითბო და სამოქალაქო პასუხისმგებლობაა. ეს მომავლელების მთავარი ნიშანია. მომავლის სკოლის კურსდამთავრებულები საიმედონი არიან და თავიანთ სიტყვას ამბობენ ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობის საქმეში. ამაში კი მათ ეხმარებათ სკოლის მისია და ორგანიზებული სასკოლო ცხოვრება.