საგნობრივი კათედრების შეხვედრა სკოლის დირექტორთან და ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთან .

საგნობრივი კათედრების შეხვედრა სკოლის დირექტორთან და ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთან. სკოლის სივრცეში აუცილებელი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანთა პროფესიული ორგანიზების ისეთ ფორმატს,როგორიც არის საგნობრივი კათედრა.

აქ ხდება და სკოლისთვის, ბავშშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესის გააზრება, სამოქმედო ამოცანებად ჩამოყალიბება და განხორციელებაზე ზრუნვა.

მასწავლებლები, დირექტორთან და ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალსტან ერთად , მიზნობრივად საკუთარ ინტერესებს აერთიანებენ, პროფესიულ გამოცდილებას, საქმის მიმართ სიყვარულსა და პასუხისმგებლობას,რათა შექმნან საგანმანათლებლო საერთო ძალმოსილება. რაც საბოლოო ჯამში ქმნის ერთიან სასკოლო კულტურას.