კათედრები

სკოლაში ფუნქციონირებს 5 კათედრა:

ქართული ენისა და საზოგადოებრივი მეცნიერების კათედრა

ხელმძღვანელი: ლამზირა აბულაძე

მათემატიკის, ინფორმაციული საკომუნიკაციო ტექნოლოგიების და საბუნებისმეტყველო საგნების კათედრა

ხელმძღვანელი: დიანა ბაძაღუა

 

 

 

 

უცხოური ენების კათედრა

ხელმძღვანელი:  სოფიკო მიქელაძე

 

 

 

დაწყებითი განათლების კათედრა

ხელმძღვანელი: მაია დვალი

 

 

 

სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის  კათედრა

ხელმძღვანელი: თეონა შანთაძე

 

 

 

 

 

“ბათუმის მომავლის სკოლის” კათედრის ზოგადი დებულება.

სკოლაში თითოეული კათედრა ახორციელებს ეროვნული სასწავლო გეგმითა და სკოლის შინაგანაწესით გათვალისწინებულ საქმიანობას, ასევე კლასგარეშე და სასკოლო საქმიანობას.

კათედრას ხელმძღვანელობს კათედრის თავმჯდომარე

კათედრის თავმჯდომარეს ევალება :

  • კათდრის ორგანიზირება, მართვა, სხვა კათედრებთან კოორდინირებული მუშაობა.
  • კათედრის სხდომების ორგანიზირება, ჩატარება.
  • კათედრის სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესრულების კონტროლი, შედეგების ანალიზი.
  • კათედრის წევრთა მუშაობის მონიტორინგი.
  • კათედრის საქმიანობის ამსახველი დოკუმენტაციის ორგანიზება.
  • მუშაობის წლიური ანგარიშის წარდგენა პედაგოგოური საბჭოსათვის.

კათედრის წევრთა შესაძლო ფუნქციები:

  • სხდომის მდივანი, აგრეთვე კათედრის თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში მისი მოვალეობის შემსრულებელი.
  • ოლიმპიადისა და კონფერენციის მომზადებასა და ჩატარებაზე პასუხისმგებელი პირი.
  • კათედრაზე ჩასატარებელი სხვადასხვა ღონისძიების კურატორი და ორგანიზატორი.
  • კლუბის ხელმძღვანელი.

კათედრის ყველა წევრი (მაძიებელი პედაგოგიც) სარგებლობს სათათბირო ხმის უფლებით.  გადაწყვეტილების მიღება ხდება ხმების უმრავლესობით. თანაბარი ხმების რაოდენობის შემთხვევაში ბოლო სიტყვა ეკუთვნის კათედრის თავმჯდომარის კანდიდატურას.

კათედრა ვალდებულია იზრუნოს საკუთარი ბიბლიოთეკის შექმნაზე;
ბიბლიოთეკაში შედის:

  • მოქმედი სახელმძღვანელოების თითო ეგზემპლარი;
  • მეთოდური ლიტერატურა;
  • საგნობრივი და პერიოდული გამოცემები;
  • აუდიო-ვიზუალური მასალის ფონდი;

 

მიზნები და ამოცანები

კათედრის მიზანი:

სწავლება/სწავლის ხარისხის ამაღლება და საგნების სწავლებისადმი წაყენებული მოთხოვნის განხორციელება.

კათედრის ამოცანები:

  • ახალი მეთოდების განხილვა-გაზიარება;
  • ერ./სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო გეგმებისა და კურიკულუმების შედგენა;
  • საუკეთესო მასწავლებლის გამოვლენა;
  • ურთიერთ და მოსწავლეთა შეფასების ფორმებსა და ხერხებზე მუშაობა;
  • სკოლის თვითშეფასებაში მონაწილეობა;
  • სასწ./აღმზრდელობითი პროცესის მონიტორინგი;
  • სასწავლო დაწესებულებაში საგნების სწავლებაში არსებული პრობლემებისკ ვლევა დამისი გადაჭრის გზების ძიება;
  • მოსწავლეთა კონკურსების,კონფერენციების, ოლიმპიადებისჩატარება;
  • პედაგოგთა თვის ტრეინინგების, სემინარებისმოწყობა;
  • სასწ./წლის განმავლობაში (შუაში, ბოლოს) მოსწავლეთა მიღწევების დემონსტრირება (გამოფენები, სპექტაკლებიდა სხვ.);
  • წახალისების ფორმების შექმნა, პრიზების დაწესება;
  • ვებგვერდების, სლაიდების, თემატური კატალოგების და სხვ. საჭირო მასალის შექმნა ისტ-ისგამოყენებით;
  • საუკეთესო მასწავლებლის გამოცდილების გაზიარება
  • ახალბედა მასწავლებლისათვის დახმარების გაწევა პედაგოგიური დახელოვნების მიზნით;
  • თვითგანვითარებასა და სწავლების ინოვაციური მეთოდების შესწავლა-სრულყოფაზე ზრუნვა;
  • საჭიროების მიხედვით ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენა;
  • სხვა სკოლების გამოცდილების გაზიარება და სხვ;
  • დებულება ექვემდებარება მიმდინარე ცვლილებებს.