ბათუმის მომავლის სკოლისა და რუსთავის კერძო სკოლა მილენიუმს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში გაიმართა ონლაინ კონფერენცია სახელწოდებით “საქართველოს ისტორიის კვალდაკვალ”

#თანამშრომლობისმემორანდუმი##რუსთავისკერძოსკოლამილენიუმი##ბათუმისმომავლისსკოლა# კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს მომავლის სკოლის 8 ა ; 9ა; 10ა და 10 ბ კლასის მოსწავლეებმა : მარიამ ბეჟანიძემ, ლიკა ბერიძემ, სანდრო კერესელიძემ, ანა თურმანიძემ, ელისაბედ დარჩიამ, ანდრია ხინკილაძემ. კონფერენციის მონაწილეებმა წარმოადგინეს თემები, რომლებიც ეხებოდა, აჭარის და ქვემო ქართლის რეგიონების, მათი ღირსშესანიშნაობებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ისტორიას. ახალგაზრდებს სიტყვით მიმართეს სკოლის დირექტორებმა, რომლებაც ხაზი გაუსვეს მსგავს პროექტებში მათი ჩართულობის მნიშვნელობას და წარმატებები უსურვეს. კონფერენცია მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში კულტურული მემკვიდრეობისადმი ცნობიერების ამაღლებას.
Read More