გურამ დოჩანაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება

ბათუმის მომავლის სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრამ, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეთა მონაწილეობით , ქ.ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკაში წარმოადგინეს , გურამ დოჩანაშვილის 85 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება : ,,ადამიანი ადამიანისთვის დღეა" სადაც მოკლედ განიხილეს მწერლის ცხოვრება და შემოქმედება. მადლობა ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის მოსწავლე -ახალგაზრდობის განყოფილებას და ქალბატონ ნატო ჭყონიას სასიამოვნო მასპინძლობისთვის, მადლობა პროექტის ხელმძღვანელს ქ. თეა ჩხიკვაძეს და მომავლის სკოლის მოსწავლეებს საინტერესო ღონისძიებისთვი
Read More

საგანმანათლებლო ვიზიტი ევროპაში

#EUჩვენიარჩევანია !ბათუმის მომავლის სკოლა ევროპული საგანმანათლებლო ცენტრის პროგრამის ფარგლებში საგანმანათლებლო ვიზიტით ეწვია ევროკავშირის ინსტიტუტებს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში. ბრიუსელში ვიზიტი შედგა ევროპულ საბჭოში, ევროკომისიასა და ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, სადაც მოსწავლეები ევროკავშირის წარმომადგენლებისგან დეტალურად გაეცნენ თითოეული ინსტიტუტის საქმიანობას, როლს სახელმწიფოთა განვითარებისა და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელების პროცესში .შეხვედრების ფარგლებში მოსწავლეებს მიეცათ თავიანთი ქვეყნის წარდგენის, ოკუპირებულ ტერიტორიებსა და კანდიდატის სტატუსის შესახებ დისკუსიის შესაძლებლობა.
Read More
ყველა ბავშვისთვის სკოლის დაწყება და ახალ სასკოლო, საგანმანათლებლო გარემოში ტრანზიცია (შესვლა-გადასვლა), მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ მოვლენას წარმოადგენს. არსებული კვლევებისა და საერთაშორისო გამოცდილების თანახმად, სკოლის პოზიტიურად დაწყება მოსწავლისათვის მომავალი აკადემიური წარმატების და სოციალური წარმატების უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა. პროცესი, დროული მხარდაჭერის გარეშე შესაძლოა ნეგატიურ გამოცდილებად იქცეს. რადგან სკოლის დაწყება და სწავლის პირველი დღეები ბავშვისთვის, მშობლისთვის და მასწავლებლებისთვის გარკვეულ შფოთვასთანაა დაკავშირებული, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რა არის ბავშვის სკოლაში ტრანზიციის გეგმა, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის, ოჯახის და საგანმანათლებლო დაწესებულების მზაობა ბავშვის სასწავლო პროცესში ჩასართავად. სწორედ ამიტომ, განხორციელდა მომავალი პირველკლასელების ვიზიტი სასკოლო გარემოში, სადაც მათ უმასპინძლა სკოლის დირექტორმა ადმინისტრაციამ, XII კლასელებმა და მასწავლებლებმა.
Read More

საინფორმაციო შეხვედრა 2024-2025 სასწავლო წლის დარეგისტრირებულ პირველკლასელთა მშობლებთან.

სწორი არჩევანი- თქვენი შვილის წარმატებული მომავალია! საინფორმაციო შეხვედრა 2024-2025 სასწავლო წლის დარეგისტრირებულ პირველკლასელთა მშობლებთან. შეხვედრის მიზანია : დაწყებითი საფეხურის მისიის გაცნობა, ,აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბების გზების ფორმირების ხელშეწყობს ეტაპების განხილვა, ,მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომის უნარის განვითარება. საგანთა გაღრმავებული სწავლების გზით სისტემატიური ცოდნის კონსტრუირება. სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების ჩამოყალიბება. ჩვენ ერთად ვემზადებით და ვიწყებთ! ძალა ერთობაშია !
Read More