ლიტერატურული მარათონი 2023

15.05.2023-ში ბათუმის მომავლის სკოლის მე7 კლასში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა-გააზრება, სათქმელის ლოგიკურად გადმოცემის, შემოქმედებითი აზროვნებისა და კითხვის კულტურის გამომუშავება. მოსწავლეებმა წაიკითხეს ანტუან სენტ ეგზიუპერის "პატარა პრინცი"და ჯ.კ. როულინგის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა".წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, აღნიშნეს, რომ "ოცნებებში არ უნდა გადასახლდნენ და ცხოვრება არ უნდა დაივიწყონ", ასევე, ყურადღებაა გაამახვილეს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებსაც ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობა და კეთილგანწყობა ჰქვია,გაიაზრეს,რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ერთმანეთის სიმყუდროვესა და ბედნიერბაზე ,რომ ბავშვობა ყველაზე ფერადი და გულწრფელი ხანაა და ყველანი სწორედ ბავშვობიდან მოვდივართ, ამიტომ არ უნდა დავკარგოთ ბავშვური ხალისი და ვარსკვლავებიან ცაზე მხოლოდ ჩვენთვის მოკიაფე ვარსკვლავის ხილვის უნარი. მადლობა თითოეულ მოსწავლესა და დირექციას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის! (იხ. სრულად)
Read More

ლიტერატურული მარათონი 2023

15_17.05.2023-ში ბათუმის მომავლის სკოლის VIა_VIბ კლასში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა-გააზრება, სათქმელის ლოგიკურად გადმოცემის, შემოქმედებითი აზროვნებისა და კითხვის კულტურის გამომუშავება. მოსწავლეებმა წაიკითხეს ანა გავალდას "35 კილო იმედი" და იანუშ კორჩაკის "მეფე მათიუშ პირველი".წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, აღნიშნეს, რომ " გაცილებით მარტივია არაფერი აკეთო და იყო უბედური, ვიდრე ყველაფერი გააკეთო ბედნიერების მისაღწევად". მადლობა თითოეულ მოსწავლესა და დირექციას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის! (იხ. სრულად)
Read More

ლიტერატურული მარათონი 2023

15-16-17 მაისს ბათუმის მომავლის სკოლაში გაიმართა მორიგი ლიტერატურული მარათონი, რომელშიც მონაწილეობდნენ მე5-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები. "მთავარი და მნიშვნელოვანი თვალისათვის უხილავია"- მარათონის მიზანი სწორედ იმის დანახვა, შემჩნევა, გააზრება და ერთმანეთისთვის გაზიარება იყო, რაც დღემდე ფასდაუდებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანებისგან ხშირად დევნილი და შეურაცხყოფილია: მშვენიერების, სამართლიანობის, წიგნიერების, სიყვარულის, მიტევებისა და სულგრძელობის; ასევე, მოსწავლეებში ლიტერატურული გემოვნების, თავისუფალი აზროვნების, ტექსტში დასმულ პრობლემათა სწორი ანალიზის, ლექსიკური მარაგის შევსებისა და საკუთარი ემოციის გადმოცემის უნარების გამომუშავება. მოსწავლეები მარათონის განმავლობაში მსჯელობდნენ წაკითხული ტექსტებისა და ტექსტში დასმულ პრობლემათა ირგვლივ, ასახელებდნენ საყვარელ პერსონაჟებსა და ფრაზებს, განმარტავდნენ ხატოვან გამოთქმებსა და სახე-სიმბოლოებს, აკავშირებდნენ ტექსტებს ერთმანეთთან და განიხილავდნენ თანამედროვეობის კონტექსტში. მადლობა მათ გულმოდგინებისა და წიგნის სამყაროში ხალისით მოგზაურობის გამო! (იხ. სრლად)
Read More

საფეხბურთო ჩემპიონატი 2022

შემოდგომის საფეხბურთო ჩემპიონატის ფინალი შედგა გამარჯვებული გუნდი-IX ა კლასი წინ გაზაფხულის ჩემპიონატი გველის.გამარჯვება ბიჭებო! (იხ. სრულად)
Read More

#9 პროექტი მკითხველის სკამი

27.04-სა და 4.05ში მე-7 კლასის მოსწავლეებმა :ანი კოჩაძემ და ანდრო აბაშიძემ კლასის წინაშე წარსადგენად შეარჩიეს და წაიკითხეს ვაჟა ფშაველას მოთხრობა "ჟოლი" და რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობა "ჯოჯოხეთის სურათები". წაკითხვამდე მოსწავლეებმა ისაუბრეს სათაურებით შექმნილ განწყობასა და მოლოდინზე, თხზულებათა მოსმენის შემდეგ ჩაერთნენ პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში და გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება საინტერესო სიუჟეტებისა და ტექსტებში დასმული პრობლემების მიმართ. მადლობა წარმდგენებს:ანდრო აბაშიძესა და ანი კოჩაძეს გამართული კითხვის კულტურისთვის! პედაგოგი-თინა ლამპარაძე
Read More

🌎 26 აპრილს მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების დღეს აღნიშნავს

1970 წლის 26 აპრილს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება. 30 წლის შემდეგ, 2000 წელს ეს დღე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღედ გამოცხადდა. ბათუმის მომავლის სკოლაში გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს სკოლის საზოგადოებას.გამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა. მომავლის სკოლა / school of the futureსაქპატენტი • Sakpatenti#EUGIPP (იხ. სრულად)
Read More