ლიტერატურული მარათონი 2023

15-16-17 მაისს ბათუმის მომავლის სკოლაში გაიმართა მორიგი ლიტერატურული მარათონი, რომელშიც მონაწილეობდნენ მე5-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები. "მთავარი და მნიშვნელოვანი თვალისათვის უხილავია"- მარათონის მიზანი სწორედ იმის დანახვა, შემჩნევა, გააზრება და ერთმანეთისთვის გაზიარება იყო, რაც დღემდე ფასდაუდებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანებისგან ხშირად დევნილი და შეურაცხყოფილია: მშვენიერების, სამართლიანობის, წიგნიერების, სიყვარულის, მიტევებისა და სულგრძელობის; ასევე, მოსწავლეებში ლიტერატურული გემოვნების, თავისუფალი აზროვნების, ტექსტში დასმულ პრობლემათა სწორი ანალიზის, ლექსიკური მარაგის შევსებისა და საკუთარი ემოციის გადმოცემის უნარების გამომუშავება. მოსწავლეები მარათონის განმავლობაში მსჯელობდნენ წაკითხული ტექსტებისა და ტექსტში დასმულ პრობლემათა ირგვლივ, ასახელებდნენ საყვარელ პერსონაჟებსა და ფრაზებს, განმარტავდნენ ხატოვან გამოთქმებსა და სახე-სიმბოლოებს, აკავშირებდნენ ტექსტებს ერთმანეთთან და განიხილავდნენ თანამედროვეობის კონტექსტში. მადლობა მათ გულმოდგინებისა და წიგნის სამყაროში ხალისით მოგზაურობის გამო! (იხ. სრლად)
Read More