#9 პროექტი მკითხველის სკამი

📚 27.04-სა და 4.05ში მე-7 კლასის მოსწავლეებმა :ანი კოჩაძემ და ანდრო აბაშიძემ კლასის წინაშე წარსადგენად შეარჩიეს და წაიკითხეს ვაჟა ფშაველას მოთხრობა “ჟოლი” და რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობა “ჯოჯოხეთის სურათები”. 📚 წაკითხვამდე მოსწავლეებმა ისაუბრეს სათაურებით შექმნილ განწყობასა და მოლოდინზე, თხზულებათა მოსმენის შემდეგ ჩაერთნენ პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში და გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება საინტერესო სიუჟეტებისა და ტექსტებში დასმული პრობლემების მიმართ. 📚 მადლობა წარმდგენებს:ანდრო აბაშიძესა და ანი კოჩაძეს გამართული კითხვის კულტურისთვის! 📚

პედაგოგი-თინა ლამპარაძე