ლიტერატურული მარათონი 2023

📚15-16-17 მაისს ბათუმის მომავლის სკოლაში გაიმართა მორიგი ლიტერატურული მარათონი, რომელშიც მონაწილეობდნენ მე5-დან მე-11 კლასის ჩათვლით მოსწავლეები. 📚 “მთავარი და მნიშვნელოვანი თვალისათვის უხილავია”- მარათონის მიზანი სწორედ იმის დანახვა, შემჩნევა, გააზრება და ერთმანეთისთვის გაზიარება იყო, რაც დღემდე ფასდაუდებელი და მნიშვნელოვანია, მაგრამ ადამიანებისგან ხშირად დევნილი და შეურაცხყოფილია: მშვენიერების, სამართლიანობის, წიგნიერების, სიყვარულის, მიტევებისა და სულგრძელობის; ასევე, მოსწავლეებში ლიტერატურული გემოვნების, თავისუფალი აზროვნების, ტექსტში დასმულ პრობლემათა სწორი ანალიზის, ლექსიკური მარაგის შევსებისა და საკუთარი ემოციის გადმოცემის უნარების გამომუშავება. 📚 მოსწავლეები მარათონის განმავლობაში მსჯელობდნენ წაკითხული ტექსტებისა და ტექსტში დასმულ პრობლემათა ირგვლივ, ასახელებდნენ საყვარელ პერსონაჟებსა და ფრაზებს, განმარტავდნენ ხატოვან გამოთქმებსა და სახე-სიმბოლოებს, აკავშირებდნენ ტექსტებს ერთმანეთთან და განიხილავდნენ თანამედროვეობის კონტექსტში. 📚მადლობა მათ გულმოდგინებისა და წიგნის სამყაროში ხალისით მოგზაურობის გამო!

(იხ. სრლად)