ლიტერატურული მარათონი 2023

15.05.2023-ში ბათუმის მომავლის სკოლის XI კლასში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.მარათონის მიზანია მოსწავლეებს ჩამოვუყალიბოთ კითხვის კულტურა, კრიტიკული აზროვნებისა და სათქმელის ნათლად, მკაფიოდ, გადმოცემის უნარი. მოსწავლეებმა წაიკითხეს ხალიდ ჰოსეინის "ფრანით მორბენალი", ლევ ტოლსტოის "მამა სერგი", პროსპერ მერიმეს "მატეო ფალკონე". წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, ასევე ტექსტებში დასმული პრობლემა დაუკავშირეს თანამედროვეობასა და მათ მიერ შესწავლილ ტექსტებს. როგორც ამბობენ, ყველანი ბავშვობიდან მოვდივართ, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მრავალფეროვანი სასკოლო ცხოვრება ჰქონდეთ ჩვენს მოსწავლეებს. მადლობა თითოეულ მოსწავლესა და დირექციას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის! (იხ. სრულად)
Read More

ლიტერატურული მარათონი 2023

15.05.2023-ში ბათუმის მომავლის სკოლის მე7 კლასში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა-გააზრება, სათქმელის ლოგიკურად გადმოცემის, შემოქმედებითი აზროვნებისა და კითხვის კულტურის გამომუშავება. მოსწავლეებმა წაიკითხეს ანტუან სენტ ეგზიუპერის "პატარა პრინცი"და ჯ.კ. როულინგის "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა".წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, აღნიშნეს, რომ "ოცნებებში არ უნდა გადასახლდნენ და ცხოვრება არ უნდა დაივიწყონ", ასევე, ყურადღებაა გაამახვილეს იმ მნიშვნელოვან საკითხებზე, რომლებსაც ადამიანების მიმართ პასუხისმგებლობა და კეთილგანწყობა ჰქვია,გაიაზრეს,რომ თითოეული ჩვენგანი ვალდებულია ერთმანეთის სიმყუდროვესა და ბედნიერბაზე ,რომ ბავშვობა ყველაზე ფერადი და გულწრფელი ხანაა და ყველანი სწორედ ბავშვობიდან მოვდივართ, ამიტომ არ უნდა დავკარგოთ ბავშვური ხალისი და ვარსკვლავებიან ცაზე მხოლოდ ჩვენთვის მოკიაფე ვარსკვლავის ხილვის უნარი. მადლობა თითოეულ მოსწავლესა და დირექციას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის! (იხ. სრულად)
Read More

ლიტერატურული მარათონი 2023

15_17.05.2023-ში ბათუმის მომავლის სკოლის VIა_VIბ კლასში ჩატარდა ლიტერატურული მარათონი.მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა-გააზრება, სათქმელის ლოგიკურად გადმოცემის, შემოქმედებითი აზროვნებისა და კითხვის კულტურის გამომუშავება. მოსწავლეებმა წაიკითხეს ანა გავალდას "35 კილო იმედი" და იანუშ კორჩაკის "მეფე მათიუშ პირველი".წარმოადგინეს საინტერესო მოსაზრებები ნაწარმოებებთან დაკავშირებით, აღნიშნეს, რომ " გაცილებით მარტივია არაფერი აკეთო და იყო უბედური, ვიდრე ყველაფერი გააკეთო ბედნიერების მისაღწევად". მადლობა თითოეულ მოსწავლესა და დირექციას ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის! (იხ. სრულად)
Read More