📚ბათუმის მომავლის სკოლაში გაიმართა წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქტივობა.

მოსწავლეებმა წარმოადგინეს წინასწარ მომზადებული სიტყვები. საქართველოს ოქროს ფონდიდან მოისმინეს გალაკტიონის, აკაკის, ანა კალანდაძისა და ეროსი მანჯგალაძის მიერ წაკითხული ლექსები. ღონისძიებაში მონაწილე კლასებმა მათ მიერ შერჩეული ნაწარმოებებიდან განასახიერეს სხვადასხვა პერსონაჟი. ხმამაღლა წაიკითხეს ეპიზოდები მათი საყვარელი წიგნებიდან.წარმოადგინეს ინტერვიუ "ბიბლუსის" ერთ-ერთი ქსელის კონსულტანტთან. მოსწავლეებმა უპასუხეს ზოგად კითხვებს ლიტერატურიდან! ვუერთდებით სლოგანს - იკითხე ხმამაღლა, შეცვალე მსოფლიო! (იხ. სრულად)
Read More