👩‍💼დამრიგებლის საათი

ბუნებრივი კატასტროფები და რისკის შემცირება.თემა:მიწისძვრა.IXაIXბ კლასის დამრიგებელმა და მოსწავლეებმა მოიძიეს საინტერესო ინფორმაცია,ფოტომასალა,მოამზადეს პრეზენტაცია.დამრიგებელმა გააცნო მოსწავლეებს მიწისძვრამდე მოქმედების წესები,საგანგებო სიტუაციაში სკოლის სამოქმედო გეგმა,საევაკუაციო გასასვლელები,აუხსნა თუ რა დანიშნულება აქვს გეგმას და რა შემთხევაში მიმართავენ ევაკუაციას.დამრიგებელმა საკლასო ოთახში აუხსნა მოსწავლეებსთუ ,როგორ უნდა მოვიქცეთ მიწისძვრის შემთხვევაში.დამრიგებელი ამბობს:,,მიწისძვრა."აკვირდება მოსწავლეების მოქმედებას,რამდენად სწრაფად და სწორად პოულობენ უსაფრთხო თავშესაფარს!დამრიგებელი მოსწავლეებს უხსნის, რა ხარვეზები ჰქონდათ დავალების შესრულებაში და რა გააკეთეს სწორად.დამრიგებელმა და მოსწავლეებმა იმსჯელეს და ჩამოაყალიბეს მოქმედების წესები:მოქმედების წესები კატასტროფამდე.მოქმედების წესები კატასტროფის დროს.მოქმედების წესები კატასტროფის შემდეგ. (იხ. სრულად)
Read More

🔊თემა: მოქალაქე და ეკონომიკა.

საგანი: მოქალაქეობათემა: მოქალაქე და ეკონომიკა.როლური თამაში მე-9 ა/ბ კლასებში.მოსწავლეებმა შექმნეს თავიანთი CV, გაეცნენ ოფიციალურ ვაკანსიებს, გაინაწილეს სამუშაოს მაძიებლისა და დამსაქმებლის როლები, ჩაატარეს გასაუბრება კანდიდატებს შორის და წარსდგნენ გამსაუბრებლების წინაშე. გაკვეთილის მიზანი: მოსწავლეებისთვის რეზიუმეს წერის სპეციფიკის გაცნობა;მოსწავლეებში მოლაპარაკებების უნარების განვითარება;მოსწავლეების მიერ დასაქმების ბაზრის შესწავლა და სასურველი სამუშაო ვაკანსიების მოძიება;მოსწავლეებში კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების განვითარება;მოსწავლეების მიერ გასაუბრების სპეციფიკის შესწავლა;მოსწავლეებში გუნდური მუშაობის უნარების გაუმჯობესება. (იხ. სრულად)
Read More