“სკოლა ხომ პატარა სახელმწიფოა და, დაე, სკოლა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი “

И1საგანი-ქართული ენა და ლიტერატურამასწავლებელი- თინიკო ლამპარაძეკლასი-VIIა"სკოლა ხომ პატარა სახელმწიფოა და, დაე, სკოლა დემოკრატიულად იყოს მოწყობილი ", რათა გამოაწრთოს მოზარდი თაობის ხასიათი, განავითაროს ბავშვებში ინტერესები, მოქალაქეობრივი გრძნობები... თვითმოქმედება, ინიციატივა, შეუპოვრობა-დიმიტრი უზნაძე. სწორედ დამოუკიდებელი აზროვნების, არჩევნის თავისუფლების, მოსაზრებათა გაცვლის, კრიტიკული ანალიზისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარების მიზნით მომავლის სკოლის მე7 ა კლასის მოსწავლეები ჩაერთნენ პროექტში "მკითხველის სკამი". მიმდინარე წლის 2.03-დან 25.05-ის ჩათვლით მოსწავლეები ყოველ ხუთშაბათს თანაკლასელთა წინაშე წარადგენენ მათ მიერ შერჩეულ (უცხოელი ან ქართველი ავტორის) თხზულებას, ესეს, მინიატურას ან ნოველას.ტექსტის გაცნობის შემდეგ მოსწავლეები გამოყოფენ ძირითად და მეორეხარისხოვან პერსონაჟებს, მთავარ სათქმელს,მხატვრულ-გამომსახველობით საშუალებებს, გამართავენ დისკუსიას საგულისხმო საკითხებზე, შეაფასებენ თხზულების წარმდგენს და თხზულებას... შთაბეჭდილებას ჩაიწერენ სახელდახელოდ შექმნილ "მკითხველის დღიურში". მადლობა მე-7 კლასელ მომავლელებს პროექტით დაინტერესებისა და გულისხმიერებისათვის!წარმატება! (იხ.სრულად)
Read More