#9 პროექტი მკითხველის სკამი

27.04-სა და 4.05ში მე-7 კლასის მოსწავლეებმა :ანი კოჩაძემ და ანდრო აბაშიძემ კლასის წინაშე წარსადგენად შეარჩიეს და წაიკითხეს ვაჟა ფშაველას მოთხრობა "ჟოლი" და რიუნოსკე აკუტაგავას მოთხრობა "ჯოჯოხეთის სურათები". წაკითხვამდე მოსწავლეებმა ისაუბრეს სათაურებით შექმნილ განწყობასა და მოლოდინზე, თხზულებათა მოსმენის შემდეგ ჩაერთნენ პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებში და გამოხატეს თავიანთი დამოკიდებულება საინტერესო სიუჟეტებისა და ტექსტებში დასმული პრობლემების მიმართ. მადლობა წარმდგენებს:ანდრო აბაშიძესა და ანი კოჩაძეს გამართული კითხვის კულტურისთვის! პედაგოგი-თინა ლამპარაძე
Read More

🌎 26 აპრილს მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების დღეს აღნიშნავს

1970 წლის 26 აპრილს ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციამ (WIPO) ოფიციალურად დაიწყო ფუნქციონირება. 30 წლის შემდეგ, 2000 წელს ეს დღე ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღედ გამოცხადდა. ბათუმის მომავლის სკოლაში გაიმართა ამ დღისადმი მიძღვნილი გამოფენა, სადაც პროექტში ჩართულმა მოსწავლეებმა საკუთარი ნამუშევრები წარუდგინეს სკოლის საზოგადოებას.გამოფენამ დიდი მოწონება დაიმსახურა. მომავლის სკოლა / school of the futureსაქპატენტი • Sakpatenti#EUGIPP (იხ. სრულად)
Read More

საცხოვრებელი სახლის ტიპები სვანეთში

საგანი: ჩვენი საქართველოთემა: საცხოვრებელი სახლის ტიპები სვანეთში.შპს ბათუმის მომავლის სკოლის V კლასის მოსწავლეებმა თემის ფარგლებში წარმოადგინეს სვანური კოშკის მაკეტები და პრეზენტაციები.მოსწავლეებმა აქტიურად იმუშავეს მიცემულ დავალებაზე. მათ შეეცადეს წარმოედგინათ სვანური კოშკის შიდა ინტერიერი და სართულების დანიშნულება. ასევე ისაუბრეს იმ ძირითად მიზეზებზე რის გამოც აღნიშნულ ისტორიულ-ეთნოგრაფილ მხარეში მსგავსი ტიპის სახლების აგება განხორციელდა. გარდა ამისა მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ საკითხზე თუ რამდენად იყო იმ რელიეფურ- კლიმატურ პირობებზე მორგებული წამოდგენილი კოშკური ტიპის სახლი, რომელიც სვანეთისთვისაა დამახადიათებელი.მადლობა მომავლელებს აქტიური და შემოქმედებითი მუშაობისთვის. (იხ, სრულად)
Read More

დედამიწა ჩვენი საერთო სახლია

1970 წელს ამერიკელმა სენატორმა გეილორდ ნილსონმა 22 აპრილი გამოაცხადა დედამიწის საერთაშორისო დაცვის დღედ.მიზეზი ამ დღის დაარსებისა გახდა სანტაბარბარას საბადოდად ოკეანეში ჩაღვრილი დიდი რაოდენობით ნავთობი, რამაც ოკეანის ბინადართა დაღუპვა გამოიწვია.საქართველოში დედამიწის დღე 1990 წლიდან აღინიშნება.მეოთხე კლასელმა მომავლელებმა აღნიშნეს დედამიწის დღეს,დაამზადეს ფლაერები, ნახეს ვიდეორგოლი, ისაუბრეს ამ დღის მნიშვნელობაზე და ერთხმად შეთანხმდნენ,რომ დედამიწა ჩვენი საერთო სახლია და მას მოვლა და გაფრთხილება უნდა.საგანი -მე და საზოგადოება (იხ. სრულად)
Read More

#8 პროექტი “მკითხველის სკამი”

13.04-ში მომავლის სკოლის მე7 კლასის მოსწავლე ელენე ხალვაშმა წაიკითხა გოდერძი ჩოხელის მოთხრობა "საზიარო ყვავი"; მან ,ასევე,ისაუბრა თხზულებაში წამოჭრილ პრობლემებზე,უსამართლო სამართალზე,საზოგადოების სიბრმავესა და ფუქსავატობაზე. კლასმა განიხილა ტექსტი,შეავსო წარმდგენის მიერ მომზადებული კითხვარი და გადმოსცა თავისი ემოცია.პედაგოგი-თინა ლამპარაძე (იხ. სრულად)
Read More

,,ბათუმის ახალგაზრდა ელჩი”

ბათუმის მომავლის სკოლის სამოქლაქო განათლების კლუბის ,,ახალგაზრდა დემოკრატთა კლუბის" წარმომადგენლები პროექტის ,,ბათუმის ახალგაზრდა ელჩი" ფარგლებში შეხვდნენ ბათუმის მერს, ბატონ არჩილ ჩიქოვანს.შეხვედრაზე ბატონმა არჩილმა სკოლის მოსწავლეებს გააცნო ბათუმის მერიის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები.კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსია წარიმართა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბათუმის ურბანული განაშენიანება, მიწების რეგისტრაცია,ავარიული სახლები, ხელოვნური კუნძულის პროექტი; ახალგაზრდებთან დაკავშირებული პროგრამები და სხვა.შეხვედრა განხორციელდა მომავლის სკოლის ახალგაზრდა დემოკრატთა კლუბის პროექტის ,,ბათუმის ახალგაზრდა ელჩი" ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ პროექტის განმავლობაში, მოსწავლეები გაეცნენ ბათუმის მერიის საქმიანობას, მეორე ეტაპზე ჩაატარეს კვლევა მოქალაქეთა პრობლემების გამოსავლენად, პროექტის დასასრულს კი შეხვდნენ ბათუმის მერს - განიხილეს მოქალაქეთა პრობლემები და იმსჯელეს გადაჭრის გზებზე. (იხ. სრულად)
Read More

აჭარის მუზეუმის საგანმანათლებლო პროგრამები

ბათუმის არქეოლოგიური მუზეუმი სტუმრად მომავლის სკოლაშივიზიტის მიზანი- მოსწავლეებმა უკეთ გაიცნონ და შეისწავლონ საკუთარი მხარის ისტორია, ასევე გაიღრმავონ ცოდნა არქეოლოგიაში.მადლობა ორგანიზატორებს საინტერესო ინფორმაციისთვის (იხ. სრულად)
Read More

საცხოვრებელი სახლის ტიპები სვანეთში

შპს ბათუმის მომავლის სკოლის V კლასის მოსწავლეებმა თემის ფარგლებში წარმოადგინეს სვანური კოშკის მაკეტები და პრეზენტაციები.მოსწავლეებმა აქტიურად იმუშავეს მიცემულ დავალებაზე. მათ შეეცადეს წარმოედგინათ სვანური კოშკის შიდა ინტერიერი და სართულების დანიშნულება. ასევე ისაუბრეს იმ ძირითად მიზეზებზე რის გამოც აღნიშნულ ისტორიულ-ეთნოგრაფილ მხარეში მსგავსი ტიპის სახლების აგება განხორციელდა. გარდა ამისა მოსწავლეებმა ყურადღება გაამახვილეს იმ საკითხზე თუ რამდენად იყო იმ რელიეფურ- კლიმატურ პირობებზე მორგებული წამოდგენილი კოშკური ტიპის სახლი, რომელიც სვანეთისთვისაა დამახასიათებელი.მადლობა მომავლელებს აქტიური და შემოქმედებითი მუშაობისთვის. (იხ. სრულად)
Read More

მადლობა თავისუფლებისთვის!

შპს ბათუმის მომავლის სკოლაში 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია, გამოფენა და დოკუმენტური კადრების ანალიზი.34 წელი გავიდა იმ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენიდან, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის მოედანზე მოხდა. მშვიდობიანი პროტესტი და პრინციპული მოთხოვნა თავისუფლებისა და რუსული იმპერიალიზმისგან თავის დასაღწევად, რასაც მოითხოვდა მთლიანად ქართველი ერი უგულებელყოფილი და დარბეული იქნა საბჭოური არმიის მიერ, რის შედეგადაც დაშავდა უამრავი ადამიანი და გარდაიცვალა 21 გმირი, ადამიანები რომლებმაც სიცოცხლე გაიღეს ქვეყნის, ეროვნულობის, თავისუფლების, ენის, რელიგიის და კულტურის შესანარჩუნებლად.კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენებები შემდეგ თემებზე:VII კლასის მოსწავლეებმა: ელენე ფუტკარაძემ, ალექსანდრე ჯაფარიძემ და ანი კოჩაძემ ისაუბრეს და განიხილეს 9 აპრილის მოვლენების ისტორიული რაკურსი.IX ბ კლასი მოსწავლეებმა: გიორგი საფარიძემ და მარიამ ბეჟანიძემ წარმოადგინეს თემა: ,, 9 აპრილი - სამოქალაქო აქტივიზმის როლი დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში’’. IX ა-ბ კლასის მოსწავლეებმა: ლიზი კონცელიძემ, სანდრო კერესელიძემ და ნიკა ბერიძემ 9 აპრილს…
Read More

N#7 პროექტი “მკითხველის სკამი”

მე7 ა კლასის მოსწავლე ანდრია ხინკილაძემ 6.04-ში კლასის წინაშე წარადგინა ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებ "თეთრი ბაირაღების"ეპიზოდი. მოსწავლეები დაინტერესდნენ წაკითხულით, დასვეს კითხვები, ისაუბრეს ტექსტში დასმული პრობლემის ირგვლივ,მკითხველის დღიურში ჩაწერეს თავიანთი პოზიცია და შეაფასეს И#7 პროექტი. პედაგოგი-თინა ლამპარაძე (იხ. სრულად)
Read More