,,ბათუმის ახალგაზრდა ელჩი”

ბათუმის მომავლის სკოლის სამოქლაქო განათლების კლუბის ,,ახალგაზრდა დემოკრატთა კლუბის” წარმომადგენლები პროექტის ,,ბათუმის ახალგაზრდა ელჩი” ფარგლებში შეხვდნენ ბათუმის მერს, ბატონ არჩილ ჩიქოვანს.🔹შეხვედრაზე ბატონმა არჩილმა სკოლის მოსწავლეებს გააცნო ბათუმის მერიის მიერ დაგეგმილი და მიმდინარე პროექტები.💬კითხვა-პასუხის რეჟიმში დისკუსია წარიმართა ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა ბათუმის ურბანული განაშენიანება, მიწების რეგისტრაცია,ავარიული სახლები, ხელოვნური კუნძულის პროექტი; ახალგაზრდებთან დაკავშირებული პროგრამები და სხვა.🔵შეხვედრა განხორციელდა მომავლის სკოლის ახალგაზრდა დემოკრატთა კლუბის პროექტის ,,ბათუმის ახალგაზრდა ელჩი” ფარგლებში. შეგახსენებთ, რომ პროექტის განმავლობაში, მოსწავლეები გაეცნენ ბათუმის მერიის საქმიანობას, მეორე ეტაპზე ჩაატარეს კვლევა მოქალაქეთა პრობლემების გამოსავლენად, პროექტის დასასრულს კი შეხვდნენ ბათუმის მერს – განიხილეს მოქალაქეთა პრობლემები და იმსჯელეს გადაჭრის გზებზე.🇬🇪

(იხ. სრულად)