მადლობა თავისუფლებისთვის!

🌷შპს ბათუმის მომავლის სკოლაში 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით გაიმართა მოსწავლეთა კონფერენცია, გამოფენა და დოკუმენტური კადრების ანალიზი.🇬🇪🌷🌷34 წელი გავიდა იმ მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენიდან, რომელიც 1989 წლის 9 აპრილს რუსთაველის მოედანზე მოხდა. მშვიდობიანი პროტესტი და პრინციპული მოთხოვნა თავისუფლებისა და რუსული იმპერიალიზმისგან თავის დასაღწევად, რასაც მოითხოვდა მთლიანად ქართველი ერი უგულებელყოფილი და დარბეული იქნა საბჭოური არმიის მიერ, რის შედეგადაც დაშავდა უამრავი ადამიანი და გარდაიცვალა 21 გმირი, ადამიანები რომლებმაც სიცოცხლე გაიღეს ქვეყნის, ეროვნულობის, თავისუფლების, ენის, რელიგიის და კულტურის შესანარჩუნებლად.კონფერენციის ფარგლებში მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენებები შემდეგ თემებზე:🔴VII კლასის მოსწავლეებმა: ელენე ფუტკარაძემ, ალექსანდრე ჯაფარიძემ და ანი კოჩაძემ ისაუბრეს და განიხილეს 9 აპრილის მოვლენების ისტორიული რაკურსი.🔴IX ბ კლასი მოსწავლეებმა: გიორგი საფარიძემ და მარიამ ბეჟანიძემ წარმოადგინეს თემა: ,, 9 აპრილი – სამოქალაქო აქტივიზმის როლი დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესში’’.🔴 IX ა-ბ კლასის მოსწავლეებმა: ლიზი კონცელიძემ, სანდრო კერესელიძემ და ნიკა ბერიძემ 9 აპრილს განვითარებული მოვლენები წარმოადგინეს და განიხილეს სამართლებრივ ჭრილში.🔴XI კლასის მოსწავლე თაკო ჯუმუშაძემ წარმოადგინა XX საუკუნის მეორე ნახევარში განვითარებული მოვლენები უშუალოდ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა.🌷ღონისძიების დასასრულს მოსწავლეებმა მოინახულეს 9 აპრილის მემორიალის ძეგლი და პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას.🌷🌷🌷🌷🌷🌷🌷🌷მადლობა დამოუკიდებლობისთვის!მადლობა თავისუფლებისთვის!ჩვენ გვახსოვს 9 აპრილი!დიდება გმირებს!🌺🌺

(იხ. სრულად)