4 აპრილი ნატოს დაარსების დღეა!

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, ნატო (North Atlantic Treaty Organisation, NATO) 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში შეიქმნა. ნატოს დაარსების დღესთან დაკავშირებით მომავლის სკოლა ორგანიზებას უწევს პროექტს ,,NATO საქართველოს მომავალია’’. პროექტი მოიცავს სამ ეტაპს:I ეტაპი-საინფორმაციო შეხვედრა დარგის ექსპერტთან;II ეტაპი-ტრენინგი ანალიტიკური სტატიის წერის შესახებ;III ეტაპი-ანალიტიკური სტატიის მომზადება-პრეზენტირება.პროექტის ფარგლებში ლექციას გაუძღვება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალური წარმომადგენელი აჭარაში – ირმა გაბინაშვილი, რომელიც წარადგენს მოხსენებას თემაზე ,,ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ნატო’’. პროექტის მეორე ეტაპზე, მოსწავლეები მოამზადებენ სტატიას და წარადგენ პრეზენტაციას ნატო-საქართველოს ურთიერტობებისა და ნატოს შესახებ. პროექტის მიზანი გახლავთ, მოსწავლეებში:• ნატოსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლება;• სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და პატრიოტიზმის გრძნობის გაძლიერება;• კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების განვითარება; • ეროვნული ინტერესების შესაბამისი სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველყოფა;• საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება.პროექტის I შეხვედრის დრო:4 აპრილი, 15:00 საათზე.*შეხვედრის ორგანიზატორი: სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: თამარ ჯიბლაძე მომავლის სკოლის დირექცია…
Read More

„ვიცოდეთ მეტი ნატოს შესახებ“ შემეცნებითი ღონისძიება

2023 წლის 4 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბათუმის მომავლის სკოლასთან თანამშრომლობით, ახალგაზრდებისთვის ნატო-ს 74-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით, სლოგანით „ვიცოდეთ მეტი ნატოს შესახებ“ შემეცნებითი ღონისძიება მოაწყო. საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა, ირმა გაბინაშვილმა მსმენელებს ნატოს სტრატეგიული კონცეფცია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები გააცნო და მიმდინარე პროცესების მნიშვნელობაზე ესაუბრა; ყურადღება გამახვილდა ამ პროცესის თანამდევ ეტაპებსა და გამოწვევებზე, განსაკუთრებით კი-ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციულ ნარატივებზე. გაიმართა დისკუსია მოსწავლეებისთვის საინტერესო საკითხებზე, ხოლო წამახალისებელ ვიქტორინაში ჩართულმა ახალგაზრდებმა უპასუხეს შეკითხვებს ნატოს მიზნების, პრინციპების, ფუნქციონირების საკითხებზე, შეკითხვები შეეხებოდა, აგრეთვე, ალიანსის გაფართოებას, წევრ ქვეყნებს, სამშვიდობო მისიებს, ნატოს შექმნის გამომწვევ ფაქტორებს და მისი სიმბოლოების მნიშვნელობას. ვიქტორინის ყველაზე კომპეტენტურ და აქტიურ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრისგან საიმიჯო ატრიბუტები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ. შეხევდრას ესწრებოდა მომავლის სკოლის დირექტორი, ცირა ქასრაძე და სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამარ ჯიბლაძე, რომლებმაც…
Read More