4 აპრილი ნატოს დაარსების დღეა!

🔷ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია, ნატო (North Atlantic Treaty Organisation, NATO) 1949 წლის 4 აპრილს ვაშინგტონში შეიქმნა. 🔹ნატოს დაარსების დღესთან დაკავშირებით მომავლის სკოლა ორგანიზებას უწევს პროექტს ,,NATO საქართველოს მომავალია’’. პროექტი მოიცავს სამ ეტაპს:I ეტაპი-საინფორმაციო შეხვედრა დარგის ექსპერტთან;II ეტაპი-ტრენინგი ანალიტიკური სტატიის წერის შესახებ;III ეტაპი-ანალიტიკური სტატიის მომზადება-პრეზენტირება.🔈პროექტის ფარგლებში ლექციას გაუძღვება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს „საინფორმაციო ცენტრი ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ რეგიონალური წარმომადგენელი აჭარაში – ირმა გაბინაშვილი, რომელიც წარადგენს მოხსენებას თემაზე ,,ნატო-საქართველოს ურთიერთობები და ნატო’’. 🔹პროექტის მეორე ეტაპზე, მოსწავლეები მოამზადებენ სტატიას და წარადგენ პრეზენტაციას ნატო-საქართველოს ურთიერტობებისა და ნატოს შესახებ. 🔊პროექტის მიზანი გახლავთ, მოსწავლეებში:• ნატოსა და ნატო-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ცნობიერების ამაღლება;• სამოქალაქო პასუხისმგებლობისა და პატრიოტიზმის გრძნობის გაძლიერება;• კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების განვითარება; • ეროვნული ინტერესების შესაბამისი სამოქალაქო მონაწილეობის უზრუნველყოფა;• საჯარო გამოსვლის უნარების განვითარება.პროექტის I შეხვედრის დრო:4 აპრილი, 15:00 საათზე.*შეხვედრის ორგანიზატორი: სამოქალაქო განათლების მასწავლებელი: თამარ ჯიბლაძე

მომავლის სკოლის დირექცია

(იხ. სრულად)