„ვიცოდეთ მეტი ნატოს შესახებ“ შემეცნებითი ღონისძიება

🔷2023 წლის 4 აპრილს საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრმა, ბათუმის მომავლის სკოლასთან თანამშრომლობით, ახალგაზრდებისთვის ნატო-ს 74-ე საიუბილეო წელთან დაკავშირებით, სლოგანით „ვიცოდეთ მეტი ნატოს შესახებ“ შემეცნებითი ღონისძიება მოაწყო. 🔷საინფორმაციო ცენტრის აჭარის ბიუროს რეგიონულმა წარმომადგენელმა, ირმა გაბინაშვილმა მსმენელებს ნატოს სტრატეგიული კონცეფცია და ევროატლანტიკური ინტეგრაციის აქტუალური საკითხები გააცნო და მიმდინარე პროცესების მნიშვნელობაზე ესაუბრა; ყურადღება გამახვილდა ამ პროცესის თანამდევ ეტაპებსა და გამოწვევებზე, განსაკუთრებით კი-ანტიდასავლურ პროპაგანდასა და დეზინფორმაციულ ნარატივებზე. 🔹გაიმართა დისკუსია მოსწავლეებისთვის საინტერესო საკითხებზე, ხოლო წამახალისებელ ვიქტორინაში ჩართულმა ახალგაზრდებმა უპასუხეს შეკითხვებს ნატოს მიზნების, პრინციპების, ფუნქციონირების საკითხებზე, შეკითხვები შეეხებოდა, აგრეთვე, ალიანსის გაფართოებას, წევრ ქვეყნებს, სამშვიდობო მისიებს, ნატოს შექმნის გამომწვევ ფაქტორებს და მისი სიმბოლოების მნიშვნელობას. 🔹ვიქტორინის ყველაზე კომპეტენტურ და აქტიურ მონაწილეებს საინფორმაციო ცენტრისგან საიმიჯო ატრიბუტები და სიმბოლური პრიზები გადაეცათ. 🔷შეხევდრას ესწრებოდა მომავლის სკოლის დირექტორი, ცირა ქასრაძე და სამოქალაქო განათლების პედაგოგი თამარ ჯიბლაძე, რომლებმაც საინფორმაციო ცენტრთან თანამშრომლობის გააქტიურებით ახალგაზრდებისთვის საინტერესო პროექტებში ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

(იხ. სრულად)