4 ოქტომბერი – საკლასო ოთახებში დაბრუნების დღე

კატეგორიის გარეშე
ბათუმის მომავლის სკოლაში სასწავლო წელი სასკოლო ოთახებში განახლდა ჩვენ, ისევ ისეთივე შემართებით, სითბოთი და სიყვარულით დავბრუნდით ჩვენი მიზანია მომავლელებმა სრულყოფილი ცოდნა მიიღონ, რათა ამ ცოდნით, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს.ჩვენი მოსწავლეების ინტერესთა სფეროს, მათ სურვილებსა და მისწრაფებებს, თამამად ვუსწორებთ თვალს ყველა სიახლეს, ყველა ახალ გამოწვევას. შემართებითა და ენთუზიაზმით ჩაერთო პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში სკოლის ყველა მასწავლებელი. ეს კი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობისათვის, თითოეულ მათგანზე ზრუნვის ნათელი გამოხატულებაა. მადლობა ამისათვის ჩვენს მასწავლებლებს! კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი და საპატიო საქმიანობით კიდევ მეტი წარმატებებით გაგვევლოს ეს სასწავლო წელიც და იმედს ვიტოვებთ მალე დავბრუნდებით საკლასო ოთახებში
Read More