გილოცავთ სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს !

ამ ბრწყინვალე დღის მადლი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს “კვართისა საუფლოსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”-ს დღესასწაულს აღნიშნავს.საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს. გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა. მე-4 საუკუნეში წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც…
Read More

2020 – 2021 სასწავლო წლის ,წარჩინებული მომავლელების დაჯილდოვება!!

წარმოგიდგენთ გასულ წელს, მაღალი აკადემიური მოსწრებით გამორჩეულ მომავლელებს: V კლასი -ალექსანდრე ჯაფარიძე VI კლასი - ანდრო აბაშიძე VII კლასი - ნიკოლოზ დავითაშვილი VII კლასი - ელენე დათიაშვილი VIII კლასი - გიორგი ცეცხლაძე VIII კლასი - მარიამ ბეჟანიძე VIII კლასი - ნინი გორგილაძე X კლასი - მარიამ თედორაძე X კლასი - ზურა ჯახუტაშვილი XI კლასი - მელინა ბოლქვაძე XI კლასი - სანდრა ჟოჟაძე
Read More

4 ოქტომბერი – საკლასო ოთახებში დაბრუნების დღე

ბათუმის მომავლის სკოლაში სასწავლო წელი სასკოლო ოთახებში განახლდა ჩვენ, ისევ ისეთივე შემართებით, სითბოთი და სიყვარულით დავბრუნდით ჩვენი მიზანია მომავლელებმა სრულყოფილი ცოდნა მიიღონ, რათა ამ ცოდნით, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს.ჩვენი მოსწავლეების ინტერესთა სფეროს, მათ სურვილებსა და მისწრაფებებს, თამამად ვუსწორებთ თვალს ყველა სიახლეს, ყველა ახალ გამოწვევას. შემართებითა და ენთუზიაზმით ჩაერთო პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში სკოლის ყველა მასწავლებელი. ეს კი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობისათვის, თითოეულ მათგანზე ზრუნვის ნათელი გამოხატულებაა. მადლობა ამისათვის ჩვენს მასწავლებლებს! კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი და საპატიო საქმიანობით კიდევ მეტი წარმატებებით გაგვევლოს ეს სასწავლო წელიც და იმედს ვიტოვებთ მალე დავბრუნდებით საკლასო ოთახებში
Read More