ბათუმის მომავლის სკოლა გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს !

ოქროსფერი შემოდგომა ბათუმის მომავლის სკოლაში მომავლელები გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს ეს დღე ტრადიციულად განსაკუთრებულად აღინიშნა ჩვენთან, მომავლელებმა მასწავლებლებთან და ადმინისტრაციასთან ერთად შემოდგომის ფერებით მორთენ გარემო ჩვენი მომავლელების ინიციატივით გაიმართა სხვადასხვა აქტივობა-ღონისძიება
Read More

შპს ბათუმის მომავლის სკოლაში 2021 წლის 16 და 17 ნოემბერს გაიმართა ლიტერატურული მარათონი,

შპს ბათუმის მომავლის სკოლაში 2021 წლის 16 და 17 ნოემბერს გაიმართა ლიტერატურული მარათონი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ V-XI კლასის მოსწავლეები. მარათონის მიზანი იყო ქართველი და უცხოელი ავტორების შემოქმედების გაცნობა, თხრობის კულტურის, შემოქმედებითობისა და დამოუკიდებელი აზროვნების უნარის განვითარება. “იყო მკითხველი, ეს თავისთავად სასწაულია”. როგორც ასტრიდ ლინდგრენი წერდა: „წიგნს ვერაფერი შეცვლის, წიგნი ფრთას ასხამს ფანტაზიას. ბავშვი, რომელიც წიგნთან არის განმარტოებული, საკუთარი ფანტაზიით ქმნის ნათელ, წარუშლელ სურათებს“. მოსწავლეები პასუხისმგებლობითა და ემოციით მოეკიდნენ აღნიშნულ აქტივობას. წარმოადგინეს ნახატები ეპიზოდების მიხედვით . მადლობა თითოეულ მონაწილეს საინტერესო პასუხებისთვის!
Read More

შპს მომავლის სკოლაში ჩატარდა 2021-2022 სასწავლო წლის თვითმმართველობის არჩევნები.

შპს მომავლის სკოლაში ჩატარდა 2021-2022 სასწავლო წლის თვითმმართველობის არჩევნები. პროცესი მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში. ადგილი არ ჰქონია არანაირ დარღვევას და ინციდენტს. არჩევნებში მონაწილეობა უნდა მიეღო 199 მოსწავლეს. მათ შორის არ გამოცხადაა 13.ხმა მისცა 186-მა მომავლელმა.ბათილ ბიულეტინად ჩაითვალა 6 ხმა.სულ იყო 5 კანდიდატი.ხმები კი გადანაწილდა შემდეგნაირად: N2 გიორგი სირაძე-10 ხმა N1 ბაჩანა გუჩმანიძე -12 ხმა N5 ნიკა ბერიძე 19 ხმა N3 საბა კუნჭულია-22 ხმა N4 თიკო შეწირული 117 ხმა ხმათა უმრავლესობით გამარჯვებულიამე-11 კლასის მოსწავლე თიკო შეწირული
Read More

გილოცავთ სვეტიცხოვლობის ბრწყინვალე დღესასწაულს !

ამ ბრწყინვალე დღის მადლი შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 14 ოქტომბერს “კვართისა საუფლოსა და სვეტისა ღმრთივბრწყინვალისა და მირონმდინარისა”-ს დღესასწაულს აღნიშნავს.საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მცხეთობის დღესასწაული აღდგა და ოფიციალურ უქმე დღედ გამოცხადდა. მართლმადიდებელი ეკლესია ამ დღეს ასევე წმიდა მოციქულთა სწორის მეფე მირიანისა და დედოფალ ნანას (IV); წმიდა სიდონიასა და აბიათარის (+IV) ხსენებასაც აღნიშნავს. გადმოცემის თანახმად, უფლის ჯვარცმის შემდეგ მისი კვართი წილად მცხეთაში მცხოვრებ ებრაელებს – ელიოზსა და ლონგინოზს ერგოთ, რომლებმაც სიწმინდე მცხეთაში ჩამოაბრძანეს. ელიოზის დამ, სიდონიამ კი უფლის კვართი გულში ჩაიკრა და სული განუტევა. იგი სიწმინდესთან ერთად დაკრძალეს. სიდონიას საფლავზე კი კვიპაროსის ხე ამოვიდა. მე-4 საუკუნეში წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით ეკლესიის ასაშენებლად ხუროებს ხე მოუჭრიათ, მისგან დაუმზადებიათ შვიდი სვეტი. კვიპაროსის ხისგან დამზადებული ერთ-ერთი სვეტი კი მშენებლებს არ დამორჩილებია. იგი მხოლოდ წმ. ნინოს ლოცვა-ვედრების შემდეგ აღმართულა იმ ადგილზე, სადაც…
Read More

2020 – 2021 სასწავლო წლის ,წარჩინებული მომავლელების დაჯილდოვება!!

წარმოგიდგენთ გასულ წელს, მაღალი აკადემიური მოსწრებით გამორჩეულ მომავლელებს: V კლასი -ალექსანდრე ჯაფარიძე VI კლასი - ანდრო აბაშიძე VII კლასი - ნიკოლოზ დავითაშვილი VII კლასი - ელენე დათიაშვილი VIII კლასი - გიორგი ცეცხლაძე VIII კლასი - მარიამ ბეჟანიძე VIII კლასი - ნინი გორგილაძე X კლასი - მარიამ თედორაძე X კლასი - ზურა ჯახუტაშვილი XI კლასი - მელინა ბოლქვაძე XI კლასი - სანდრა ჟოჟაძე
Read More

4 ოქტომბერი – საკლასო ოთახებში დაბრუნების დღე

ბათუმის მომავლის სკოლაში სასწავლო წელი სასკოლო ოთახებში განახლდა ჩვენ, ისევ ისეთივე შემართებით, სითბოთი და სიყვარულით დავბრუნდით ჩვენი მიზანია მომავლელებმა სრულყოფილი ცოდნა მიიღონ, რათა ამ ცოდნით, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს.ჩვენი მოსწავლეების ინტერესთა სფეროს, მათ სურვილებსა და მისწრაფებებს, თამამად ვუსწორებთ თვალს ყველა სიახლეს, ყველა ახალ გამოწვევას. შემართებითა და ენთუზიაზმით ჩაერთო პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში სკოლის ყველა მასწავლებელი. ეს კი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობისათვის, თითოეულ მათგანზე ზრუნვის ნათელი გამოხატულებაა. მადლობა ამისათვის ჩვენს მასწავლებლებს! კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი და საპატიო საქმიანობით კიდევ მეტი წარმატებებით გაგვევლოს ეს სასწავლო წელიც და იმედს ვიტოვებთ მალე დავბრუნდებით საკლასო ოთახებში
Read More

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას !

ბათუმის მომავლის სკოლაში სასწავლო წელი დისტანციურ რეჟიმში განახლდა. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენგანისათვის. ჩვენი მიზანია მომავლელებმა სრულყოფილი ცოდნა მიიღონ, რათა ამ ცოდნით, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს. ჩვენს წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი თქვენ მიგიძღვით ძვირფასო მშობლებო, თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვეხმარება ყოველგვარი სიახლის დანერგვაში, ამიტომაცაა, რომ სკოლა ფეხს უწყობს ქვეყნის საგანმანათლებლო სტრატეგიას და პრიორიტეტულ მიმართულებებს. ამასთან ერთად ვითვალისწინებთ ჩვენი მოსწავლეების ინტერესთა სფეროს, მათ სურვილებსა და მისწრაფებებს, თამამად ვუსწორებთ თვალს ყველა სიახლეს, ყველა ახალ გამოწვევას. შემართებითა და ენთუზიაზმით ჩაერთო პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში სკოლის ყველა მასწავლებელი. ეს კი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობისათვის, თითოეულ მათგანზე ზრუნვის ნათელი გამოხატულებაა. მადლობა ამისათვის ჩვენს მასწავლებლებს! კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ ჩვენი ერთობლივი ნაყოფიერი და საპატიო საქმიანობით კიდევ მეტი წარმატებებით…
Read More

სტუდენტები 2020-2021

სტუდენტები 2021-2022 !როგორც მოსალოდნელი იყო! მომავლის სკოლის ყველა მოსწავლე აბარებს უმაღლესში !და რაც მთავარია საუკეთესო შედეგებით და გრანტებით დიახ,დასრულდა ესე ამბავი კარგი შედეგით ,რაც თქვენი; მომავლელი მასწავლებლებისა და თქვენი მშობლების დამსახურებაა!დედებს, მამებს, ბებიებს, ბაბუებს, დებს, ძმებს, ახლობლებს, ყველას, ყველას გილოცავთ თქვენი საყვარელი ადამიანის სტუდენტობას და ცხოვრების ახალ ეტაპსგანსაკუთრებით კი გილოცავთ თქვენ, სტუდენტებოცხოვრებაში უამრავი გამოწვევა გელით. პირველი ბარიერი დაძლეულია, წინ წარმატებული მომავლისკენ ... 4 ოქროს და 1 ვერცხლის მედალოსანი!და ბოლოს, არასოდეს დაგავიწყდეთ_ ვისი გორისანი ხართ! საუკეთესონი თქვენი წარმატების გაგრძელება ...მალე იქნება!! სალომე ჟოჟაძე–მომავალი ექიმი, გრანტი–100%. სოლომონ ჯაყელი–ბიზნესის ადმინისტრირება (ფინანსები) BTU გრანტი–70%. ქეთევან საფარიძე–მომავალი ექიმი.გრანტი_ 50% ლაშა ზაქარაძე–მომავალი ეკონომისტი .გრანტი 50% დავით გიორგაძე –შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი ( კომპიუტერული მეცნიერება ინგლისურენოვანი). თათია სალვარიძე–მომავალი ბიზნეს ადმინისტრატორი . გიგი სალვარიძე–მომავალი ფინანსისტი. გიგი სალვარიძე ბექა დარჩიძე–მომავალი არქიტექტორი. აკაკი ხარაძე- კომპიუტერული მეცნიერებები. მარიამ კონცელიძე–მომავალი ბიზნესის ადმინისტრატორი…
Read More

წინ-შემართებით,ეროვნული გამოცდებიკენ

და აი,დადგა დრო ,ყველაზე განსაკუთრებული 2021 წლის,მომავლელი აბიტურიენტების გაცილების ! წინ_ შემართებით,ეროვნული გამოცდებიკენ!! 2 წლის ონლაინ ბრძოლა გადატანილები; ტვინტურბოები; აქტიურები;ავარიულები; მოუსვენრები; შემოქმედებითები; საინტერესონი და იმედისმომცემები! ეს თქვენ ხართ ცოტა ხანში ,როგორც სტუდენტები, ისე შემოაბიჯებთ ჩვენს თბილ ოჯახში!!! წარმატება და სიმშვიდე ყველა გამოცდაზე! ყველა გაგონილის და მონიშნულის გახსენება! მაქსიმალური გონებრივი სიმძლავრე და სიფრთხილე!!!თქვენ _ ყველაფერს დაძლევთ! წარმატება მომავლელ და საქართველოს ყველა აბიტურიენტს!
Read More

პირველკლასელთა პირველი სტუმრობა სკოლაში

საინტერესოდღეებისქრონიკა 2021წელი.29 ივნისი, თვალებგაბრწყინებული; იმედისმომცემი; ჟღურტულა 2021_ 2022 წლის პირველკლასელების პირველი სტუმრობა სკოლაში! მეცხრე წელია დიდი რწმენით აღებს მომავლის სკოლა ცოდნის კარს! მომავლის იმედითა და ახალი შემართებით ეფერება პირველკლასელებს!!!მადლობა ნდობისთვის! ერთად_ მომავლის სადარაჯოზე!
Read More