დაიწყო ახალი 2023-2024 სასწავლო წელი

მოგესალმებით და გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას ყველას – მოსწავლეებს, მშობლებს, პედაგოგებს. გისურვებთ, რომ ეს წელი ყოფილიყოს მშვიდობიანი და წარმატებების მომტანი თითოეული ჩვენთაგანისათვის. განსაკუთრებით ვეფერებით და ვულოცავთ სასწავლო წლის დაწყებას ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს პირველად ჩვენი სკოლის კარს შემოაღებენ, რათა სრულყოფილი ცოდნა სწორედ აქ მიიღონ. ამ ცოდნით კი, როცა დაფრთიანდებიან, ჩვენს ქვეყანას ემსახურონ და ღირსეული მამულიშვილობა გაუწიონ სამშობლოს. ჩვენს წარმატებებში მნიშვნელოვანი წვლილი თქვენ მიგიძღვით, ძვირფასო მშობლებო, თქვენი ნდობა და მხარდაჭერა გვეხმარება ყოველგვარი სიახლის დანერგვაში. ამიტომაცაა, რომ სკოლა ფეხს უწყობს ქვეყნის საგანმანათლებლო სტრატეგიას და პრიორიტეტულ მიმართულებებს. ამასთან ერთად ვითვალისწინებთ ჩვენი მოსწავლეების ინტერესთა სფეროს, მათ სურვილებსა და მისწრაფებებს, თამამად ვუსწორებთ თვალს ყველა სიახლეს, ყველა ახალ გამოწვევას. შემართებითა და ენთუზიაზმით ჩაერთო პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში სკოლის ყველა მასწავლებელი. ეს კი მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების ხელშეწყობისათვის, თითოეულ მათგანზე ზრუნვის ნათელი გამოხატულებაა. მადლობა ამისათვის…
Read More

საგნობრივი კათედრების შეხვედრა სკოლის დირექტორთან და ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთან .

საგნობრივი კათედრების შეხვედრა სკოლის დირექტორთან და ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტთან. სკოლის სივრცეში აუცილებელი მნიშვნელობა ენიჭება ადამიანთა პროფესიული ორგანიზების ისეთ ფორმატს,როგორიც არის საგნობრივი კათედრა. აქ ხდება და სკოლისთვის, ბავშშვის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესის გააზრება, სამოქმედო ამოცანებად ჩამოყალიბება და განხორციელებაზე ზრუნვა. მასწავლებლები, დირექტორთან და ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალსტან ერთად , მიზნობრივად საკუთარ ინტერესებს აერთიანებენ, პროფესიულ გამოცდილებას, საქმის მიმართ სიყვარულსა და პასუხისმგებლობას,რათა შექმნან საგანმანათლებლო საერთო ძალმოსილება. რაც საბოლოო ჯამში ქმნის ერთიან სასკოლო კულტურას.
Read More

2023_2024 სასწავლო წლის პირველი შეხვედრა მომავლელ თანამშრომლებთან

ჩვენ დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს სასწავლო წელი ჩვენი მოსწავლეებისთის იქნება ინოვაციებით, წარმატებებითა და დასამახსოვრებელი გამოცდილებით სავსე. ენთუზიაზმითა და ერთიანობით ვემზადებით ფანტასტიკური სასწავლო წლისთვის!
Read More