კალიგრაფიის კონკურსი

შპს ბათუმის მომავლის სკოლის V-VI კლასებში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. დედაენა არის ენა სულისა და გულისა, დედაბოძი - ჭეშმარიტი განათლებისა, - წერდა იაკობ გოგებაშვილი. ილია შეგვახსენებდა, რომ არსებითი ნიშანი ეროვნებისა, მისი გული და სული ენაა. ჩვენი აქტივობის მიზანც მომავალი თაობისთვის იმის შეხსენება იყო, რომ ქართულ ენას განსაკუთრებული გაფრთხილება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. მნიშვნელივანია წერის კულტურის ამაღლება; ლამაზად, სუფთად, გარკვევით წერის პოპულარიზაცია;ნაწერის ვიზუალურ მხარეზე დაკვირვება. საუკეთესო ნამუშევრები ჰქონდათ : V კლასი ალექსანდრე ჯაფარიძე; VI ა კლასი თათია აბაშიძე; ბექა მამულაძე; VI ბ კლასი ნიკოლოზ ფუტკარაძე;ანა თურმანიძე .დიდი მადლობა თითოეულ მონაწილესა და მომავლის სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის.
Read More

გილოცავთ დედამიწის დღეს

22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ჩვენი პლანეტა ჩვენს ხელთაა,გავუფრთხილდეთ გარემოს,რომელშიც ვცხოვრობთ! მომავლელები გილოცავთ დედამიწის დღეს. გვახსოვს და ვიცით. '' დედამიწა ჩვენი საერთო სახლია''
Read More