მომავლელები არ ითვლიან ქრომოსომებს

21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააწესა და დაუნის სინდრომის მქონე პირების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 2019 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა“, რაც გულისხმობს გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანის თანაბარ შესაძლებლობას, იცხოვროს თანასწორ გარემოში, ჰქონდეს უწყვეტი პიროვნული განვითარების, განათლების ხელმისაწვდომობის, ჯანმრთელობის დაცვის, სამუშაო და საცხოვრებელი გარემოსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობები მომავლელები არ ითვლიან ქრომოსომებს . ყოველ 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ (Lot`s of Socks) მსოფლიოში 2013 წლიდან დამკვიდრდა და ქრომოსომასთან მსგავსების გამო 21 მარტის სიმბოლოდ იქცა. ფერადი წინდის ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და…
Read More