სიახლეები

სკოლის თვითმმართველობის და ფიზიკური აღზრდისა და ესთეთიკის კათედრის ერთობლივი სპორტულ ინტელექტუალური თამაში ,,მაგიდის დერბი’

ბათუმის მომავლის სკოლა. სკოლისთვითმმართველობის და ფიზიკური აღზრდისა და ესთეთიკის კათედრის ერთობლივი სპორტულ ინტელექტუალური თამაში ,,მაგიდის დერბი'' თამაშში მონაწილეობდნენ 1) ანდრო აბაშიძე VIII კლასი 2) ანრი მალაყმაძე IX კლასი 3) სანდრო კერესელიძე X ა კლასი 4) გიორგი ცეცხლაძე X ბ კლასი 5) დათა დიასამიძე XI კლასი 6) ნიკა ბეჟანიძე XII კლასი გამარჯვებული გახდა VIII ა კლასის მოსწავლე ანდრო აბაშიძე
Read More

ბათუმის მომავლის სკოლა. სკოლისთვითმმართველობის და ფიზიკური აღზრდისა და ესთეთიკის კათედრის ერთობლივი სპორტულ ინტელექტუალური თამაში ,,მაგიდის დერბი”

თამაშში მონაწილეობდნენ 1) ანდრო აბაშიძე VIII კლასი 2) ანრი მალაყმაძე IX კლასი 3) სანდრო კერესელიძე X ა კლასი 4) გიორგი ცეცხლაძე X ბ კლასი 5) დათა დიასამიძე XI კლასი 6) ნიკა ბეჟანიძე XII კლასი გამარჯვებული გახდა VIII ა კლასის მოსწავლე ანდრო აბაშიძე
Read More

ფსიქოლოგის საათი

დღეს, ბათუმის მომავლის სკოლაში გიამართლა სკოლის ფსიქოლოგის შეხვედრა I კლასის მოსწავლეებთან
Read More

ახალი დიდი პროექტით დაიწყო 2024 წელი სკოლა მილენიუმში.

სამომავლო თანამშრომლობის ოფიციალურად გასაფორმებლად ჩვენს სკოლას ეწვია ბათუმის მომავლის სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ქალბატონი ცირა ქასრაძე. ორივე სკოლა თანხმდება, რომ ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც თავად საგანმანათლებლო დაწესებულებების შემდგომი განვითარებისათვის, ისე ქვეყნის სამომავლო პერსპექტივისათვის. თანამშრომლობა მრავალ ასპექტს მოიცავს, მათ შორის საგანმანათლებლო ექსკურსიებს აჭარასა და ქვემო ქართლში, ერთობლივ კონფერენციებს, მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებს, ოლიმპიადებს, კონკურსებს, გაცვლით ტესტირებებსა და სხვ. შეხვედრას მილენიუმის დირექციასა და მასწავლებლებთან ერთად ესწრებოდა მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელიც, რომელმაც დიდი ინტერესი გამოხატა ბათუმელ თანატოლებთან მომავალი თანამშრომლობისა და დამეგობრების მიმართ.
Read More

გილოცავთ შობას

ბათუმის მომავლის სკოლა გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ჯანმრთელობას, ბედნიერებას მშვიდობასა და კეთილდღეობათას გისურვებთ
Read More

გილოცავთ ახალ 2024 წელს !

ბათუმის მომავლის სკოლა გილოცავთ დამდეგ 2024 წელს. გისურვებთ წარმატებებსა და წინსვლას ჯანმრთელობას, მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას. ბედნიერებით კეთილდღეობათა და წარმატებით სავსე წელიწადს გისურვებთ. ძვირფასო მშობლებო, ბებიებო და ბაბუებო, აბიტურიენტებო, მომავლელებო და მასწავლებლებო, ყველამ ერთად ჩავიფიქროთ საახალწლო სურვილი – ვისურვოთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მომავალ თაობებს უკეთესი მომავალი ქონდეს. გ ი ლ ო ც ა ვ თ
Read More

კარნავალი 2023

მომავლის სკოლის მე 11 ე ტრადიციული სადღესასწაულო გასეირნება. წლის გაცილება, შთამბეჭდავი ფერადი და ლამაზი საახალწლო კარნავალი დატვირთული ცეკვა თამაშებით.
Read More

ქუდების დღე !

ქუდების დღე ბათუმის მომავლის სკოლაში = წლის "ქუდი"_ XII კლასელი_ ნიკოლოზ ბეჟანიძე! დეკემბრის თვის საახალწლო აქტივობების ფარგლებში, დღეს ბათუმის მომავლის სკოლაᲨი გაიმართა ქუდების დღე ! თითქოს ვიღაცას ჯადოსნური ჯოხი მოუქნევიაო... ასე ერთბაშად გალამაზდა და გადასხვაფერდა თითქოსდა ჩვეულებრივი დღე. ღონისძიების ფარგლებში საინტერესო აქტივობებით დატვირთული დღე გამოვიდა. ეს დღე დიდხანს დარჩება მომავლელების მეხსიერებაში – როგორც საინტერესო თავგადასავალი ბათუმის მომავლის სკოლაში.
Read More

ახალი 2024 წლის სამზადისი !

#ახალი2024წლისსამზადისი. ბათუმის მომავლის სკოლაში დაიწყო 2024 წლის საახალწლო სამზადისი. როგორც ყოველ წელს, წელსაც სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და ბავშვები, განსაკუთრებულად, ერთად ემზადებიან და ელოდებიან ახალ წელს. სწორედ დღეს, ყველამ ერთად მიიღო მონაწილეობა ნაძვის ხის აწყობა/მორთვაში. ბათუმის მომავლის სკოლა ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადება, დიდხანს და საგულდაგულოდ არჩევს ნაძვის ხესა და სათამაშოებს. ნაძვის ხის მორთვა განსაკუთრებით ბავშვებს ახარებთ, მაგრამ საბოლოოდ უფროსებიც სიხარულით ერთვებიან ახალი წლის მთავარი ატრიბუტის, ნაძვის ხის მორთვაში.
Read More

მორიგი წარმატება !

მორიგი წარმატება ! აჭარის ავტონომოური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ორგანიზებულ ისტორიისა და სამოქალაქო განათლების კონკურსში შპს ბათუმის მომავლის სკოლის გუნდმა : "კელაპტარმა" დაიკავა მეორე საპრიზო ადგილი.~ კონკურსში მონაწილეობდნენ საბაზო საფეხურის მოსწავლე VIIა კლასი- მარიამ გორგილაძე VIIIა კლასი- ანი კოჩაძე VIIIა კლასი- ელენე ფუტკარაძე IX კლასი- ელისაბედ დარჩია IX კლასი- ნიკოლოზ ჭანტურიშვილი (გუნდის კაპიტანი) ცნობისთვის კონკურსში ჩართული იყო 124 საჯარო და კერძო სკოლა.კიდევ ერთხელ ვულოცავთ მომავლელებს და მასწავლებლებს მიღწეულ წარმატებას!მომავალი თქვენია!
Read More