ბოლო ზარი

დღეს, 2024 წლის 23 მაისს ბათუმის მომავლისსკოლაში უკვე მე12-ე ბოლო ზარი დაირეკა. ერთად გატარებული უამრავი თავგადასავლები, “ონლაინჟამიანობა”ერთობა, მუდამ იქნება ჩვენი კურსდამთავრებულების მოგონებებში. ეს დღე, ბათუმის მომავლის სკოლაში წარმოდგენილია ფერადი წარწერებით აჭრელებული თეთრი პერანგებითა და წინსაფრებით, უამრავი კეთილი სურვილი და ამავედროულად ჩვენი თვალცრემლიანი მასწავლებლები და ადმინისტრაცია. ბოლო ზარი ერთდროულად სიხარულთან და ცრემლებთან არის დაკავშირებული. ემშვიდობები მშობლიურ სკოლას, კლასს, მერხს, მასწავლებელს და გული წყდება. თუმცა, დამოუკიდებელი ცხოვრებისკენ პირველი ნაბიჯების გადადგმაც გიხარია და რაც მთავარია. ყველაზე უმთავრესისთვის – სტუდენტობისთვის ემზადები.ჩვენო მომავლელებო გილოცავთ წინ ბევრი გამარჯვებისკენ !
Read More