ახალი დიდი პროექტით დაიწყო 2024 წელი სკოლა მილენიუმში.

სამომავლო თანამშრომლობის ოფიციალურად გასაფორმებლად ჩვენს სკოლას ეწვია ბათუმის მომავლის სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი ქალბატონი ცირა ქასრაძე.

ორივე სკოლა თანხმდება, რომ ქართველი მოსწავლეებისა და მასწავლებლების ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როგორც თავად საგანმანათლებლო დაწესებულებების შემდგომი განვითარებისათვის, ისე ქვეყნის სამომავლო პერსპექტივისათვის.

თანამშრომლობა მრავალ ასპექტს მოიცავს, მათ შორის საგანმანათლებლო ექსკურსიებს აჭარასა და ქვემო ქართლში, ერთობლივ კონფერენციებს, მოსწავლეთა და მასწავლებელთა გაცვლით პროგრამებს, ოლიმპიადებს, კონკურსებს, გაცვლით ტესტირებებსა და სხვ.

შეხვედრას მილენიუმის დირექციასა და მასწავლებლებთან ერთად ესწრებოდა მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენელიც, რომელმაც დიდი ინტერესი გამოხატა ბათუმელ თანატოლებთან მომავალი თანამშრომლობისა და დამეგობრების მიმართ.