ახალი 2024 წლის სამზადისი !

#ახალი2024წლისსამზადისი.

🎄ბათუმის მომავლის სკოლაში დაიწყო 2024 წლის საახალწლო სამზადისი. 🎊როგორც ყოველ წელს, წელსაც სკოლის ადმინისტრაცია, მასწავლებლები და ბავშვები, განსაკუთრებულად, ერთად ემზადებიან და ელოდებიან ახალ წელს.

სწორედ დღეს, ყველამ ერთად მიიღო მონაწილეობა ნაძვის ხის აწყობა/მორთვაში.

ბათუმის მომავლის სკოლა ამ დღისთვის საგანგებოდ ემზადება, დიდხანს და საგულდაგულოდ არჩევს ნაძვის ხესა და სათამაშოებს. ნაძვის ხის მორთვა განსაკუთრებით ბავშვებს ახარებთ, მაგრამ საბოლოოდ უფროსებიც სიხარულით ერთვებიან ახალი წლის მთავარი ატრიბუტის, ნაძვის ხის მორთვაში.