ჩვენ ჩემპიონები ვართ !!

დიახ, დიახ დიახ, ბათუმის მომავლის სკოლის გუნდი ჩემპიონი გახდა ტურნირში “აჭარის სასკოლო ლიგა კალათბურთი 3X3 გოგონები”. ჩვენმა გოგონებმა შეძლეს შეუძლებელი, დაამარცხეს ყველა და ჩვენი სკოლის სახელით კიდევ ერთხელ ასწიეს ჩემპიონობის თასი !!!

ეს ტურნირი, რომელიც აჭარის სასკოლო ლიგის ორგანიზებით ტარდება ორ ეტაპად იმართება, პირველ ეტაპზე ჩვენმა ბავშვებმა მეტოქე 8-0 დაამარცხეს, რითაც ისინი გადავიდნენ ავტომატურად ფინალში, სადაც დაძაბულ შეხვედრაში ქულა-ქულა თამასში, ჩვენმა მომავლელებმა კიდევ ერთხელ გამოაჩინეს ბრძოლისუნარიანობა და ერთსულოვნება და ანგარიშით 6:5 დაამარცხეს ბათუმის VI საჯარო სკოლა.

ჩვენი გმირი გოგონებია :

ნატალი ვარშანიძე-მე-7ა კლასი

ელენე შანიძე-მე-7ბ

ანასტასია ბერიძე-მე-6გ კლასი

მასწავლებელი : დავით გორგილაძე

მადლობა ამ სიხარულისთვის ბათუმის მომავლის სკოლა აჭარის ჩემპიონია !!!

წინ გველოდება საქართველოს პირველობა !

❤️❤️🏆