ბოლო სიახლეები
ორშაბათი დილა ბათუმის მომავლის სკოლაში ტრადიციულად ეროვნული ჰიმნით
წარმოგიდგენთ ბათუმის მომავლის სკოლის იმ მოსწავლეებს, რომლებმაც გამოიჩინეს გამორჩეული წარმატება მათემატიკურ და ქართულის ოლიმპიადაზე „ევერესტი“!
სკოლაში გაიმართა ყოველწლიური საფეხბურთო ჩემპიონატი ნიკა აბაშიძის სახელობის თასი
აღწერა და მისია
მისია
აღზარდოს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე , კრიტიკულად მოაზროვნე თავისუფალი პიროვნება , რომელსაც განვითარებული ექნება გონებრივი უნარ-ჩვევები ,
ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩამოყალიბებული ექნება დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, საკუთარი მოვალეობები და პასუხისმგებლობა
ოჯახის, სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე.
მ ი ზ ა ნ ი
ამისთვის სკოლა ქმნის ყველა იმ აუცილებელ პირობას , რომელიც ხელს შეუწყობს მათში
= ქვეყნის ინტერესების , ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობის გააზრებას;
= ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდას;
= ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტურად გამოყენებას;
=თანამედროვე სამყაროში ადაპტაციის უნარს;
=თავიანთი შესაძლებლობების სწორი შეფასებისა და დასახული მიზნის მისაღწევად სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარის განვითარებას ;
= შემოქმედებითი, კანონმორჩილი და ტოლერანტი ადამიანის ჩამოყალიბებას;
მისია მიიღწევა :
– მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენის, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარების ხელშეწყობით, თავისუფალი, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების წახალისებით, შემოქმედებითი უნარების განვითარებით;
– ისეთი სასკოლო გარემოს ფორმირებით, რომელიც ეფუძნება ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების თვითშეფასებასა და სწავლა/სწავლების ისეთ გააზრებულ პრაქტიკას, სადაც სასკოლო საზოგადოება ორიენტირებულია საგანამანათლებლო საქმიანობის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, მხარდამჭერი სასკოლო კულტურის წახალისებაზე, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და
დანერგვაზე .

ახალი სასწავლო წელი დაიწყო! 


დირექტორის მისალმება!







ცირა ქასრაძე15 სექტემბერი 2025 წელი
რატომ ჩვენ?
ტრანსპორტირება
მოსწავლეების ტრანსპორტირება დილას და საღამოს.
კვება
ჯანსაღი, ახლად დამზადებული პროდუქტები ბავშვებისთვის.
მატერიალურ - ტექნიკური ბაზა
თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი საკლასო ოთახი, სპორტული ოთახი, სპორტული მოედანი, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია, ისტის კაბინეტი