აღწერა და მისია

ჩემი სკოლა-ჩემი სუნთქვაა!

შპს ბათუმის მომავლის სკოლა ფუნქციონირებს  2012 წლიდან.

სკოლა, ამჟამად,  მდებარეობს ქ. ბათუმში, ჰ.აბაშიძის ქ. № 49-ში.

სკოლაში სწავლება მიმდინარეობს  დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურებზე.

მოსწავლეთა თანამედროვე მოთხოვნებიდან გამომდინარე, სკოლა ყოველწლიურად ცდილობს ფეხი აუწყოს  თანამედროვე გამოწვევბს, საგანმანათლებლო სფეროში.

დაარსების დღიდან მომავლელებისათვის მთავარი: გულწრეფელობა, წინდახედულობა, სითბო და სამოქალაქო პასუხისმგებლობაა. ეს მომავლელების მთავარი ნიშანია.

მომავლის სკოლის კურსდამთავრებულები  საიმედონი არიან და  თავიანთ სიტყვას ამბობენ  ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობის საქმეში. ამაში კი მათ ეხმარებათ სკოლის მისია და ორგანიზებული სასკოლო ცხოვრება.

საგაკვეთილო პროცესი იწყება დილით, 9:15 წუთზე. სასწავლო პროცესი მიმდინარეობს  წინასწარ გაწერილი  დღის რეჟიმის მიხედვით, სხვადასხვა საფეხურზე:

  • დაწყებით საფეხურზე ფუნქციონირებს კორექციის ჯგუფები  17:05 წთ-მდე.
  • საბაზო საფეხურზე ფუნქციონირესბ სასკოლო და კლასგარეშე აქტივობები და წრეები 17 სთ-მდე.
  • საშუალო საფეხურზე ,მოსწავლეები ერთიანდებიან საოლიმპიადე და საგამოცდო ჯგუფებში 18 საათამდე.
  • ასევე, ფუნქციონირებს ჭადრაკის, ცეკვის, სახვითი ხელოვნების და ინგლისური ენის წრეები.
  • მკითხველთა, სამოქალაქო განათლებისა და მედიის კლუბი.
  • სკოლის კვალიფიციური მასწავლებლები, ფსიქოლოგი ძალისხმევას არ იშურებენ, რათა მოსწავლეებმა ეროვნულ ტრადიციაზე დაყრდნობით გაიზიარონ ევროპული გამოცდილება.
  • სკოლას აქვს საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, ისტის ოთახი, სპორტული დარბაზი და სპორტული მოედანი.
  • მომავლის სკოლამ თავდაუზოგავი შრომის ფასად ხდება პოპულარული  და  აღწევს წარმატებებს  და ყველა პირობაა იმისთვის, რომ  მეტად განვითარდეს.
  • სკოლის მოსწავლეები განსაკუთრებულ შედეგებს აღწევენ კონფერენციებში, ოლომპადებზე და გამოცდებზე.
მ ი ს ი ა

აღზარდოს ზოგადსაკაცობრიო ღირებულების მქონე, კრიტიკულად მოაზროვნე პიროვნება, რომელსაც განვითარებული და გააზრებული ექნება გონებრივი და ფიზიკური უნარ-ჩვევები, საკუთარი მოვალეობები და პასუხისმგებლობა ოჯახის, საზოგადოების და სახელმწიფოს წინაშე.

მ ი ზ ა ნ ი

ამისთვის სკოლა ქმნის ყველა იმ აუცილებელ პირობას, რომელიც ხელს შეუწყობს მათში რწმენის ჩამოყალიბებას, თანამედროვე სამყაროში ადაპტაციის უნარს, თავიანთი შესაძლებლობების სწორი შეფასებისა და დასახული მიზნის მისაღწევად სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარის განვითარებას.

სკოლის მოსწავლეებს ყოველთვის ახსოვთ შემდეგი ფრაზები:

  • გვიყვარდეს სამშობლო და მოყვასი ჩვენი.
  • არასოდეს დავკარგთ რწმენა
  • ვიცხოვროთ ძიებით.

მომავალი ჩვენია!