დირექტორის გვერდი

                     ახალი სასწავლო წელი დაიწყო! 👩‍🎓👩‍🏫🧑‍🎓

დირექტორის მისალმება!

☀️ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო! დიდი პატივისცემით მოგესალმებით სასკოლო საზოგადოებას, ჩემს უსაყვარლეს უკვე გამობრძმედილ  და ახლადშემოსტუმრებულ მომავლელებს ; კოლეგებს და მშობლებს!! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილ ოჯახში -ბათუმის მომავლის სკოლაში!!! მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი ოჯახის წევრები ხართ და თამამად ვამბობ თქვენთან ერთად- ყველა სიძნელე დაიძლევა ! ჩემო მომავლელებო! თქვენი სახით,  საქართველოს ღირსეული მომავალი ჰყავს!! კოლეგებო; მშობლებო;მომავლელებო-ვაფასებთ თქვენს ნდობას, რუდუნებას და ვაცხადებ ,რომ 2022-2023 სასწავლო წელი  იქნება გზა -ხარისხიანი   განათლებისთვის ! ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მივცეთ მოსწავლეებს არა მარტო საუკეთესო აკადემიური შედეგების მიღწევის შესაძლებლობა, არამედ განვუვითაროთ ის ფუნდამენტური უნარები და მიდგომა, რომელიც მათ მუდამ დაეხმარება წინსვლაში. მომავლელების  სტრატეგიაა – მუდმივად ახლის ძიება; არასდროს ვკმაყოფილდებით შედეგებით, ვისწრაფვით უფრო მეტის მიღწევისკენ. პანდემიის დროს  შექმნილმა ვითარებამ მასწავლებლები და მოსწავლეები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა  და ჩვენ შევძელით  სწავლა-სწავლების ინოვაციური ფორმებისა და მეთოდების მოძებნა. უდაოდ დასაფასებელია, მომავლელი მასწავლებლებისაგან ახალი გამოწვევების დაძლევის სწრაფვა და მოსწავლეთა  წაახალისება,რათა გამოევლინათ   მაქსიმალური ძალისხმევა  და საუკეთესო შედეგები მიეღოთ. ჩვენ ვამაყობთ 2022 წლის კურსდამთავრებულთა მიღწევებით,ვულოცავთ  სტუდენტობას !! მომავლის სკოლის მოსწავლეები მიიღებენ უმაღლესი ხარისხის განათლებას უსაფრთხო, თანამედროვე სასწავლო გარემოში! წელს მომავლის სკოლის  დაარსებიდან 10  წლის იუბილეს ხვდება  . მომავლელების ჩვეული აქტიურობითა და სითბოთი ვიხსენებთ ჩვენი ყველა წლის წარმატებულ მომავლელებს ! არსებული და ახალი მოსწავლეები სკოლაში თავს იგრძნობენ მშვიდად და უსაფრთხოდ. განსაკუთრებულია ეს დღე პირველკლასელთათვის! ვულოცავთ მათ სასკოლო ცხოვრების დაწყებას! ყველა მომავლელს , ყველა პირობა ექნებათ შექმნილი მიიღონ წარმატებული ცხოვრებისთვის საჭირო უნარები!  ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას! მე, როგორც მომავლის სკოლის დამფუძნებელსა და დირექტორს პატივი მხვდა წილად ,საუკეთესო გუნდთან  ვითათანამშრომლო , მყავდეს გამორჩეული მოსწავლეები და გულისხმიერი მშობლები! მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ შესაძლებელს გავხდით, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა იცხოვრონ შთაბეჭდილებებით მდიდარი, ბედნიერი, სრულყოფილი ცხოვრებით და თავიანთი წვლილი შეიტანონ სკოლის, ქვეყნისა და მსოფლიოს განვითარებაში. წარმატებული 2022-2023 სასწავლო წელი! მშვიდობა შინ თუ გარეთ !!!

ცირა  ქასრაძე

15 სექტემბერი 2022 წელი

დირექტორის ონლაინ სკივრი
2019 - 2020 ს/წ.

მომავლის სკოლა ულოცავს XII კლასელებს სწავლის დასრულებას 2019 - 2020 ს/წ.

🛎🛎🛎ბოლო ზარი🌈ულოცავ ყველა მე-12 კლასელებს !🌟🌟🌟გილოცავთ მომავლელებო , ბოლო აკორდს, სკოლის დამთავრებას.
🛎🛎🛎გამორჩეულებო, თბილებო, გონიერებო და მონატრებულებო.
🛎🛎🛎მომავლის სკოლაში და მთელ საქართველოში ეს დღე სასიამოვნო ხმაურითა და შეძახილით იწყებოდა და მთავრდებიდა.
🛎🛎🛎_ეს დღე ყოველთვის ასოცირდება უდიდეს სიხარულთან , რომ კიდევ ერთი გამორჩეული თაობა ამთავრებს სკოლას და იცი, რომ ღირსეულ ადგილს დაიკავებენ თანამედროვე სამყაროში🛎🛎🛎
ასევე, ასოცირდება საუკეთესო , სახალისო მოგონებებთან .🛎🛎🛎თუნდაც , გუშინდელი ონლაინ მოფერება მასწავლებლებთან ; მშობლებთან და თქვენთან_ ეს უკვე ისტორიაა🛎🛎🛎
დღეს, იძულებითი ყუთიდან გილოცავთ და მჯერა, რომ თქვენ , ისეთი გამოცდილების მქონენი ხართ, რომ წარმატებული მომავალი გარანტირებული გაქვთ.🛎🛎🛎
გ ი ლ ო ც ა ვ თ! მიყვარხართ! გლოცავთ!
მომავალი თქვენია!
თქვენი” ავარიული” დირექტორი.

ონლაინ სკივრი 4

რა ლამაზად თენდება! 🌼
კიდევ ერთი მშვიდობიანი ონლაინ _ ორშაბათი , ჩემო მომავლელებო!🌼
მომავლის სკოლა , ახალი გამოწვევებით ეგებება ახალ კვირას და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სკოლაში წელს ვერ შევხვდებით ერთმანეთს, ყველასათვის გადამდები და იმედისმომცემია მომავლელების სითბო და პოზიტივი .🌼
დიახ, ეს სკოლის პატარა, წინა ეზოა, აყვავილებული მინდვრის , გაზაფხულის მახარობლებით .🌼
სკოლის შენობაში კი თქვენი ჟრიამული შემომესმა. თქვენი სიყვარულითა და სითბოთია გამთბარია სკოლის კედლები.🌼
დიახ, ვაგრძელებთ ონლაინ _ კომუნიკაციას , მაგრამ ჩვენ მალე დაუბრუნდებით ახალი იდეებით, მობილიზებით, თქვენთვის სანუკვარ ადგილს , ეს თქვენი მომავლის ოჯახია.🌼🌼🌼
ახალი შემართებით, ჩემო კოლეგებო, მომავლელებო და მშობლებო!
ერთად _ მომავლის სადარაჯოზე ავამღეროთ საქართველოს ჰიმნი!🌼🌼