ვიზიტი სასამართლოში

ბათუმის მომავლის სკოლის მე-9 და მე-10 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს და დაესწრნენ სხდომას, სისხლის და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით. ვიზიტის მიზანი გახლდათ: სასამართლოების შესახებ საგაკვეთილო მასალის რეალურ სივრცეში ხილვა და ნასწავლის მასალის პრაქტიკული გამოცდილებით განმტკიცება; სასამართლოში თითოეული პროფესიის წარმომადგენლის პასუხისმგებლობების გაცნობა; მოსწავლეებში კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების განვითარება; სასამართლო პროცესების შესახებ ინფორმირებულობა; მასწავლებელი:თამარ ჯიბლაძე. საგანი: სამოქალაქო განათლება
Read More