თვითმმართველობის შეხვედრა

📚❤️ გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ყველას გისურვებთ წარმატებით, საინტერესო თავგადასავლებითა და ბევრი ახალი შესაძლებლობით სავსე სასწავლო წელს! 💖
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სკოლის თვითმმართველობამ კლასის სპიკერებთან პირველი შეხვედრა გამართა. 🤝
შეხვედრაზე განხილული იყო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები და ღონისძიებები. ასევე ვისაუბრეთ მოსწავლეების აქტიურ ჩართულობასა და მათი იდეების მნიშვნელობაზე. 💬✨
ერთად შევქმნათ ჩვენი სკოლის კიდევ უფრო საინტერესო ყოველდღიურობა! ❤️