ბოლო სიახლეები
ოქროსფერი შემოდგომა
შიდა სასკოლო ტურნირი ფრენბურთში
შემოდგომის ღია კარის დრეები მომავლის სკოლაში
აღწერა და მისია
მისია
აღზარდოს ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების მქონე , კრიტიკულად მოაზროვნე თავისუფალი პიროვნება , რომელსაც განვითარებული ექნება გონებრივი უნარ-ჩვევები ,
ჯანსაღი ცხოვრების წესი, ჩამოყალიბებული ექნება დემოკრატიულ ღირებულებებზე დამყარებული სამოქალაქო ცნობიერება, საკუთარი მოვალეობები და პასუხისმგებლობა
ოჯახის, სახელმწიფოს და საზოგადოების წინაშე.
მ ი ზ ა ნ ი
ამისთვის სკოლა ქმნის ყველა იმ აუცილებელ პირობას , რომელიც ხელს შეუწყობს მათში
= ქვეყნის ინტერესების , ტრადიციებისა და ღირებულებების მიმართ პასუხისმგებლობის გააზრებას;
= ცნობისმოყვარეობის ცოდნისმოყვარეობაში გადაზრდას;
= ტექნოლოგიური თუ სხვა ინტელექტუალური მიღწევების ეფექტურად გამოყენებას;
=თანამედროვე სამყაროში ადაპტაციის უნარს;
=თავიანთი შესაძლებლობების სწორი შეფასებისა და დასახული მიზნის მისაღწევად სწორი გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარის განვითარებას ;
= შემოქმედებითი, კანონმორჩილი და ტოლერანტი ადამიანის ჩამოყალიბებას;
მისია მიიღწევა :
– მოსწავლის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენის, მოსწავლის დამოუკიდებელი სწავლის უნარისა და შრომისუნარიანობის განვითარების ხელშეწყობით, თავისუფალი, კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების წახალისებით, შემოქმედებითი უნარების განვითარებით;
– ისეთი სასკოლო გარემოს ფორმირებით, რომელიც ეფუძნება ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულების თვითშეფასებასა და სწავლა/სწავლების ისეთ გააზრებულ პრაქტიკას, სადაც სასკოლო საზოგადოება ორიენტირებულია საგანამანათლებლო საქმიანობის განვითარებასა და გაუმჯობესებაზე, მხარდამჭერი სასკოლო კულტურის წახალისებაზე, საუკეთესო პრაქტიკების გაზიარებასა და
დანერგვაზე .
ახალი სასწავლო წელი დაიწყო!
დირექტორის მისალმება!
ძვირფასო მოსწავლეებო, პატივცემულო კოლეგებო, მშობლებო! დიდი პატივისცემით მოგესალმებით სასკოლო საზოგადოებას, ჩემს უსაყვარლეს უკვე გამობრძმედილ და ახლადშემოსტუმრებულ მომავლელებს ; კოლეგებს და მშობლებს!! კეთილი იყოს თქვენი მობრძანება თბილ ოჯახში -ბათუმის მომავლის სკოლაში!!! მოხარულნი ვართ, რომ ჩვენი ოჯახის წევრები ხართ და თამამად ვამბობ თქვენთან ერთად- ყველა სიძნელე დაიძლევა ! ჩემო მომავლელებო! თქვენი სახით, საქართველოს ღირსეული მომავალი ჰყავს!! კოლეგებო; მშობლებო;მომავლელებო-ვაფასებთ თქვენს ნდობას, რუდუნებას და ვაცხადებ ,რომ 2024-2025 სასწავლო წელი იქნება გზა -ხარისხიანი განათლებისთვის ! ჩვენ ვიღებთ ვალდებულებას, მივცეთ მოსწავლეებს არა მარტო საუკეთესო აკადემიური შედეგების მიღწევის შესაძლებლობა, არამედ განვუვითაროთ ის ფუნდამენტური უნარები და მიდგომა, რომელიც მათ მუდამ დაეხმარება წინსვლაში. მომავლელების სტრატეგიაა – მუდმივად ახლის ძიება; არასდროს ვკმაყოფილდებით შედეგებით, ვისწრაფვით უფრო მეტის მიღწევისკენ. პანდემიის დროს შექმნილმა ვითარებამ მასწავლებლები და მოსწავლეები ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა და ჩვენ შევძელით სწავლა-სწავლების ინოვაციური ფორმებისა და მეთოდების მოძებნა. უდაოდ დასაფასებელია, მომავლელი მასწავლებლებისაგან ახალი გამოწვევების დაძლევის სწრაფვა და მოსწავლეთა წაახალისება,რათა გამოევლინათ მაქსიმალური ძალისხმევა და საუკეთესო შედეგები მიეღოთ. ჩვენ ვამაყობთ 2022 წლის კურსდამთავრებულთა მიღწევებით,ვულოცავთ სტუდენტობას !! მომავლის სკოლის მოსწავლეები მიიღებენ უმაღლესი ხარისხის განათლებას უსაფრთხო, თანამედროვე სასწავლო გარემოში! წელს მომავლის სკოლის დაარსებიდან 10 წლის იუბილეს ხვდება . მომავლელების ჩვეული აქტიურობითა და სითბოთი ვიხსენებთ ჩვენი ყველა წლის წარმატებულ მომავლელებს ! არსებული და ახალი მოსწავლეები სკოლაში თავს იგრძნობენ მშვიდად და უსაფრთხოდ. განსაკუთრებულია ეს დღე პირველკლასელთათვის! ვულოცავთ მათ სასკოლო ცხოვრების დაწყებას! ყველა მომავლელს , ყველა პირობა ექნებათ შექმნილი მიიღონ წარმატებული ცხოვრებისთვის საჭირო უნარები! ჩვენ ვაგრძელებთ ზრდას! მე, როგორც მომავლის სკოლის დამფუძნებელსა და დირექტორს პატივი მხვდა წილად ,საუკეთესო გუნდთან ვითათანამშრომლო , მყავდეს გამორჩეული მოსწავლეები და გულისხმიერი მშობლები! მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და მშობლებთან აქტიური თანამშრომლობით ჩვენ შესაძლებელს გავხდით, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა იცხოვრონ შთაბეჭდილებებით მდიდარი, ბედნიერი, სრულყოფილი ცხოვრებით და თავიანთი წვლილი შეიტანონ სკოლის, ქვეყნისა და მსოფლიოს განვითარებაში. წარმატებული 2024-2025 სასწავლო წელი! მშვიდობა შინ თუ გარეთ !!!
ცირა ქასრაძე
15 სექტემბერი 2024 წელი
რატომ ჩვენ?
ტრანსპორტირება
მოსწავლეების ტრანსპორტირება დილას და საღამოს.
კვება
ჯანსაღი, ახლად დამზადებული პროდუქტები ბავშვებისთვის.
მატერიალურ - ტექნიკური ბაზა
თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი საკლასო ოთახი, სპორტული ოთახი, სპორტული მოედანი, საბუნებისმეტყველო საგნების ლაბორატორია, ისტის კაბინეტი