თვითმმართველობის შეხვედრა

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ყველას გისურვებთ წარმატებით, საინტერესო თავგადასავლებითა და ბევრი ახალი შესაძლებლობით სავსე სასწავლო წელს! ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სკოლის თვითმმართველობამ კლასის სპიკერებთან პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილული იყო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები და ღონისძიებები. ასევე ვისაუბრეთ მოსწავლეების აქტიურ ჩართულობასა და მათი იდეების მნიშვნელობაზე. ერთად შევქმნათ ჩვენი სკოლის კიდევ უფრო საინტერესო ყოველდღიურობა!
Read More