სიახლეები

ახალი სასწავლო წლის დასაწყისი— ბათუმის მომავლის სკოლის პირველი პედაგოგიური საბჭო!

ახალი სასწავლო წლის დასაწყისი— ბათუმის მომავლის სკოლის პირველი პედაგოგიური საბჭო! სასკოლო საზოგადოებისთვის ყოველი ახალი სასწავლო წელი ახალი ენერგიით, დიდი მიზნებითა და საინტერესო იდეებით იწყება! ბათუმის მომავლის სკოლაში შედგა წლის პირველი პედაგოგიური საბჭოს სხდომა, სადაც ჩვენმა გუნდმა ერთობლივად განსაზღვრა უახლოესი თვეების მთავარი პრიორიტეტები და სტრატეგია. ჩვენი პროფესიონალი, ენერგიული და მოტივირებული პედაგოგების გუნდი სრული მზადყოფნით ხვდება ახალ ეტაპს! გვჯერა, წინ შემეცნებით, დიდი მიღწევებითა და წარმატებებით სავსე დაუვიწყარი დღეები გველის. ნაყოფიერ, მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ ჩვენს მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს! #ბათუმისმომავლისსკოლა #ახალისასწავლოწელი #პედაგოგიურისაბჭო #განათლება #მომავლისთაობა
Read More

ბათუმის მომავლის სკოლის სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ!

#2026_2027სასწავლოწელი #ერთად_მომავლის_სადარაჯოზე #სახელმძღვანელოები „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესში, გარკვეულ კლასებში, გამოიყენება სამინისტროს მიერ შექმნილი სკოლის სახელმძღვანელოები, რომელთა შემუშავება და ეტაპობრივი დანერგვა 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება. აღნიშნულის შესაბამისად, ამ ეტაპისთვის სამინისტროს მიერ შეიქმნა შემდეგი საგნების პირველი სემესტრის სახელმძღვანელოები: * I კლასი: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება; * V კლასი: მათემატიკა; * VII კლასი: ქართული ლიტერატურა, ქართული ენა, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია, საქართველოს ისტორია, მსოფლიოს ისტორია; * IX კლასი: ქართული ლიტერატურა, ქართული ენა; * X კლასი: მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია, საქართველოს ისტორია. როგორც შეგვატყობინეს, რამდენადაც ზემოხსენებული საგნებისა და კლასების სასკოლო სახელმძღვანელოები სასწავლო პროცესში ინერგება 2026-2027 სასწავლო წლიდან, აღნიშნული წიგნები კერძო სკოლების მიერ შესაძენად ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ სასაწყობე ფართიდან. დამატებით, კონკრეტულ ინფორმაციას მოგაწვდით საინფორმაციო…
Read More

ვამაყობთ და გვიხარია! „ბათუმის მომავლის სკოლის“ ყველა მე-12 კლასელი უკვე სტუდენტია!

100%-იანი შედეგი! ვამაყობთ და გვიხარია! „ბათუმის მომავლის სკოლის“ ყველა მე-12 კლასელი უკვე სტუდენტია! ეს არ არის უბრალოდ ციფრები — ეს არის წლების განმავლობაში გაწეული შრომის, დაუღალავი სწავლის, მასწავლებლების პროფესიონალიზმისა და მშობლების მხარდაჭერის დამსახურებული შედეგი. საყვარელო კურსდამთავრებულებო, გილოცავთ ცხოვრების ახალ, საინტერესო ეტაპზე გადასვლას! გვჯერა, წინ კიდევ უამრავი დიდი გამარჯვება და მწვერვალი გელით. გზა ფართო, მომავლის სტუდენტებო! #ბათუმისმომავლისსკოლა #მომავლისსკოლა #სტუდენტები #წარმატება
Read More

2026/2027 სასწავლო წლის პირველკლასელებთან შეხვედრა

026/2027 სასწავლო წლის მომავალმა პირველკლასელებმა პირველი ნაბიჯები გადადგეს თავიანთ სკოლაში. ბავშვებმა გაიცნეს გარემო და მასწავლებლები; უფროსკლასელებმა უმასპინძლეს პატარა მეგობრებს; ჩატარდა საინტერესო ფსიქოლოგიური აქტივობები და გამოკითხვა.
Read More

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით გაიმართა მოსწავლეთა IX კონფერენცია — „აღმოსავლეთი და საქართველო

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარმატებით გაიმართა მოსწავლეთა IX კონფერენცია — „აღმოსავლეთი და საქართველო“ ბათუმის მომავლის სკოლის მოსწავლეებმა, ელენე დათიაშვილმა და ანამარია ხარაძემ, კონფერენციაზე ღირსეულად წარადგინეს საინტერესო და აქტუალური თემა: „ყარსის ხელშეკრულება და მისი გავლენა თანამედროვეობაზე“ მათი შრომა, ანალიზი და წარმოდგენა ნამდვილად შთამბეჭდავი იყო! მოსწავლეების ხელმძღვანელი: ზაზა ბერიძე ვულოცავთ ჩვენს ახალგაზრდებს წარმატებულ გამოსვლას და ვუსურვებთ კიდევ ბევრ ასეთ მიღწევას მომავალში!
Read More

ბათუმის მომავლის სკოლაში დასრულდა ინდივიდუალური გასაუბრებები მშობლებთ

ბა შეხვედრები გაიმართა გულწრფელი დიალოგის, ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის გარემოში ერთად ვისაუბრეთ მოსწავლეთა განვითარებაზე, მიმდინარე პროცესებსა და სამომავლო გეგმებზე გმადლობთ მშობლებს აქტიური ჩართულობისა და მხარდაჭერისთვის ერთად ვზრდით ძლიერ მომავალს — პარტნიორობით, ნდობით და საერთო მიზნებით! #ერთადმომავლისსადარაჯოზე
Read More

მომავლელები, სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით,უერთდებიან მსოფლიოში 21 იანვარს გამოცხადებულ დღესასწაულს

იქ, სადაც სიყვარულია — ყველაფერი ლამაზდება.“ გ. დოჩანაშვილი მომავლელები, სკოლის თვითმმართველობის ინიციატივით,უერთდებიან მსოფლიოში 21 იანვარს გამოცხადებულ დღესასწაულს — დღეს, რომელიც გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთმანეთის დაფასება, სითბო და მზრუნველობა მოვეფეროთ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს ერთად, რწმენით და სიყვარულით, მომავლისკენ
Read More

2025 წლის საახალწლო კარნავალი

ბათუმის მომავლის სკოლაში განსაკუთრებულად მხიარული და ფერადი იყო 2025 წლის საახალწლო კარნავალი კარნავალი სავსე იყო ღიმილით, მუსიკით, სითბოთი და საახალწლო ჯადოსნური განწყობით მოსწავლეთა შემოქმედებამ, კოსტიუმებმა და ერთიანობამ კიდევ ერთხელ გვაჩვენა, რამდენად ნათელი და იმედით სავსეა ჩვენი მომავალი მადლობა თითოეულ მონაწილეს ამ დაუვიწყარი დღის შექმნისთვის გილოცავთ
Read More

ქუდების დღე ბათუმის მომავლის სკოლაში

ქუდების დღე ბათუმის მომავლის სკოლაში დღეს ჩვენი სკოლა სავსე იყო ფერებით, ღიმილით და კრეატიულობით! მოსწავლეებმა დიდი სიხარულით მიიღეს მონაწილეობა ქუდების დღეში, სადაც თითოეული ქუდი განსხვავებულ იდეას, ხასიათსა და ფანტაზიას გამოხატავდა ასეთი აქტივობები ხელს უწყობს ბავშვებში შემოქმედებითი აზროვნების, თვითგამოხატვისა და პოზიტიური გარემოს ჩამოყალიბებას ბათუმის მომავლის სკოლა ყოველთვის მხარს უჭერს საინტერესო, სახალისო და განვითარებაზე ორიენტირებულ ინიციატივებს გააზიარე მომენტები ჩვენს გვერდზე და გახდი ამ ლამაზი დღის ნაწილი!
Read More