დემეტრეს შთამბეჭდავი დიპლომატიური მიღწევები და საერთაშორისო წარმატებები:
მიიღო მონაწილეობა საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ პროექტში თემაზე: „ბავშვთა უფლებები და განათლება პრობლემურ ზონებში“.
დაჯილდოების ცერემონიაზე წარმატებული გამოსვლისთვის მოიპოვა სტრასბურგის დიპლომატიური ვიზიტის 50%-იანი დაფინანსება.
ვიზიტის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობდა ევროპარლამენტის სხდომის სიმულაციებში, დებატების ორგანიზებასა და ელჩთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაში. 

სტრასბურგის ვიზიტის მონაწილეებს შორის საპატიო საუკეთესო ათეულში მოხვდა და ესპანეთის დიპლომატიური ვიზიტისთვის მორიგი 50%-იანი თანადაფინანსება დაიმსახურა! 

გულითადად ვულოცავთ დემეტრეს ამ დიდ წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებთ საერთაშორისო ასპარეზზე! 

