წარმოგიდგენთ დემეტრე ფარტენაძეს — ბათუმის მომავლის სკოლის მე-10 კლასის წარმატებულ და მიზანდასახულ მოსწავლეს

წარმოგიდგენთ დემეტრე ფარტენაძეს — ბათუმის მომავლის სკოლის მე-10 კლასის წარმატებულ და მიზანდასახულ მოსწავლეს! დემეტრეს შთამბეჭდავი დიპლომატიური მიღწევები და საერთაშორისო წარმატებები: გაეროს მოდელირება (მაისი, 2026) მიიღო მონაწილეობა საქართველოს ახალგაზრდა დიპლომატების მიერ ორგანიზებულ მასშტაბურ პროექტში თემაზე: „ბავშვთა უფლებები და განათლება პრობლემურ ზონებში“. პირველი საერთაშორისო აღიარება დაჯილდოების ცერემონიაზე წარმატებული გამოსვლისთვის მოიპოვა სტრასბურგის დიპლომატიური ვიზიტის 50%-იანი დაფინანსება. ევროპული გამოცდილება სტრასბურგში (სექტემბერი, 2026) ვიზიტის ფარგლებში აქტიურად მონაწილეობდა ევროპარლამენტის სხდომის სიმულაციებში, დებატების ორგანიზებასა და ელჩთან გამართულ ოფიციალურ შეხვედრაში. ახალი გამარჯვება და გზა ესპანეთისკენ! სტრასბურგის ვიზიტის მონაწილეებს შორის საპატიო საუკეთესო ათეულში მოხვდა და ესპანეთის დიპლომატიური ვიზიტისთვის მორიგი 50%-იანი თანადაფინანსება დაიმსახურა! გულითადად ვულოცავთ დემეტრეს ამ დიდ წარმატებებს და წინსვლას ვუსურვებთ საერთაშორისო ასპარეზზე!
Read More