ახალი მეგობრობა და დაუვიწყარი გამოცდილება!

ახალი მეგობრობა და დაუვიწყარი გამოცდილება! ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, „ბათუმის მომავლის სკოლა“ რუსთავის სკოლა „მილენიუმს“ შემეცნებითი და მეგობრული ვიზიტით ესტუმრა! ჩვენმა მოსწავლეებმა და პედაგოგებმა რუსთავში ნამდვილი აჭარული სითბო და მხიარულება ჩაიტანეს, მასპინძელმა სკოლამ კი საოცარი გულთბილობით, ღიმილითა და სიყვარულით გვიმასპინძლა. ვიზიტი დატვირთული იყო მრავალფეროვანი აქტივობებით, ახალი ცოდნით, საინტერესო თავგადასავლებითა და ემოციებით, რომლებმაც შემოდგომის დღეები გაგვითბო. უღრმეს მადლობას ვუხდით სკოლა „მილენიუმის“ მთელ გუნდს ასეთი არაჩვეულებრივი მიღებისთვის, ხოლო ჩვენს ორგანიზატორებსა და პედაგოგებს — ამ შესანიშნავი დღეების შექმნისთვის! გვჯერა, რომ ჩვენი მეგობრობა და თანამშრომლობა მომავალშიც არაერთ წარმატებულ პროექტს დაუდებს სათავეს! #ბათუმისმომავლისსკოლა #სკოლამილენიუმი #მეგობრობა #განათლება #შემეცნებითიტური #თანამშრომლობა
Read More

პროექტის — „დემოკრატია — მომავლელებთან ერთად

დიდი საქმეები სკოლიდან იწყება! პროექტის — „დემოკრატია — მომავლელებთან ერთად“ — შეჯამება და მონაწილეთა საზეიმო დაჯილდოება! ამაყები ვართ ჩვენი მომავლელებით, მათი აქტიურობით, იდეებითა და სამოქალაქო პასუხისმგებლობით. წინ კიდევ ბევრი საინტერესო ინიციატივა გველის! #დემოკრატიაიწყებასკოლაში #მომავლელები #დაჯილდოება #წარმატებ
Read More