თვითმმართველობის შეხვედრა

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას! ყველას გისურვებთ წარმატებით, საინტერესო თავგადასავლებითა და ბევრი ახალი შესაძლებლობით სავსე სასწავლო წელს! ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად სკოლის თვითმმართველობამ კლასის სპიკერებთან პირველი შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე განხილული იყო მომდევნო ერთი თვის განმავლობაში დაგეგმილი აქტივობები და ღონისძიებები. ასევე ვისაუბრეთ მოსწავლეების აქტიურ ჩართულობასა და მათი იდეების მნიშვნელობაზე. ერთად შევქმნათ ჩვენი სკოლის კიდევ უფრო საინტერესო ყოველდღიურობა!
Read More

სოხუმის დაცემის დღე

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, ბათუმის მომავლის სკოლაში გაიმართა მინი-კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ, საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები ისტორიისა და პოეზიის ერთობლიობამ მოსწავლეებს საშუალება მისცა, მოვლენებს როგორც ისტორიული, ისე ადამიანური და ემოციური თვალსაზრისით გასცნობოდნენ კონფერენციის მიზანი იყო, მოსწავლეებში სამშობლოსა და მშვიდობის მნიშვნელობის გააზრება. დიდება გმირებს!
Read More

ბათუმის მომავლის სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო!

ბათუმის მომავლის სკოლაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო! სკოლის ეზო კვლავ აივსო მონატრებული მომავლელების ღიმილით, ჟრიამულითა და დაუვიწყარი ემოციებით. ბავშვები, მასწავლებლები და მშობლები – ყველას თვალებში განსაკუთრებული სიხარული და მოლოდინი იკითხება. წინ გველოდება საინტერესო აღმოჩენებით, ახალი ცოდნითა და დიდი მიღწევებით სავსე წელი! ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს ვუსურვებთ ნაყოფიერ, მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელს! #მომავლისსკოლა #ბათუმი #ახალისასწავლოწელი #სკოლა #განათლება #მომავალი
Read More

ახალი სასწავლო წლის დასაწყისი— ბათუმის მომავლის სკოლის პირველი პედაგოგიური საბჭო!

ახალი სასწავლო წლის დასაწყისი— ბათუმის მომავლის სკოლის პირველი პედაგოგიური საბჭო! სასკოლო საზოგადოებისთვის ყოველი ახალი სასწავლო წელი ახალი ენერგიით, დიდი მიზნებითა და საინტერესო იდეებით იწყება! ბათუმის მომავლის სკოლაში შედგა წლის პირველი პედაგოგიური საბჭოს სხდომა, სადაც ჩვენმა გუნდმა ერთობლივად განსაზღვრა უახლოესი თვეების მთავარი პრიორიტეტები და სტრატეგია. ჩვენი პროფესიონალი, ენერგიული და მოტივირებული პედაგოგების გუნდი სრული მზადყოფნით ხვდება ახალ ეტაპს! გვჯერა, წინ შემეცნებით, დიდი მიღწევებითა და წარმატებებით სავსე დაუვიწყარი დღეები გველის. ნაყოფიერ, მშვიდობიან და წარმატებულ სასწავლო წელს ვუსურვებთ ჩვენს მასწავლებლებს, მოსწავლეებსა და მათ მშობლებს! #ბათუმისმომავლისსკოლა #ახალისასწავლოწელი #პედაგოგიურისაბჭო #განათლება #მომავლისთაობა
Read More

ბათუმის მომავლის სკოლის სასკოლო საზოგადოების საყურადღებოდ!

#2026_2027სასწავლოწელი #ერთად_მომავლის_სადარაჯოზე #სახელმძღვანელოები „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში მიმდინარე წელს განხორციელებული ცვლილების თანახმად, კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესში, გარკვეულ კლასებში, გამოიყენება სამინისტროს მიერ შექმნილი სკოლის სახელმძღვანელოები, რომელთა შემუშავება და ეტაპობრივი დანერგვა 2028 წლის სექტემბრისთვის დასრულდება. აღნიშნულის შესაბამისად, ამ ეტაპისთვის სამინისტროს მიერ შეიქმნა შემდეგი საგნების პირველი სემესტრის სახელმძღვანელოები: * I კლასი: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება; * V კლასი: მათემატიკა; * VII კლასი: ქართული ლიტერატურა, ქართული ენა, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია, საქართველოს ისტორია, მსოფლიოს ისტორია; * IX კლასი: ქართული ლიტერატურა, ქართული ენა; * X კლასი: მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა, გეოგრაფია, საქართველოს ისტორია. როგორც შეგვატყობინეს, რამდენადაც ზემოხსენებული საგნებისა და კლასების სასკოლო სახელმძღვანელოები სასწავლო პროცესში ინერგება 2026-2027 სასწავლო წლიდან, აღნიშნული წიგნები კერძო სკოლების მიერ შესაძენად ხელმისაწვდომი იქნება მიმდინარე წლის 10 სექტემბრიდან, შპს „საგანმანათლებლო რესურსების“ სასაწყობე ფართიდან. დამატებით, კონკრეტულ ინფორმაციას მოგაწვდით საინფორმაციო…
Read More