

ბათუმის მომავლის სკოლის მე-9 და
მე-10 კლასის მოსწავლეები
ეწვივნენ ბათუმის საქალაქო სასამართლოს და დაესწრნენ სხდომას, სისხლის და სამოქალაქო სამართლის მიმართულებით.

ვიზიტის მიზანი გახლდათ:

სასამართლოების შესახებ საგაკვეთილო მასალის რეალურ სივრცეში ხილვა და ნასწავლის მასალის პრაქტიკული გამოცდილებით განმტკიცება;

სასამართლოში თითოეული პროფესიის წარმომადგენლის პასუხისმგებლობების გაცნობა;

მოსწავლეებში კრიტიკულ-ანალიტიკური აზროვნების განვითარება;

სასამართლო პროცესების შესახებ ინფორმირებულობა;
მასწავლებელი:თამარ ჯიბლაძე.
საგანი: სამოქალაქო განათლება