კალიგრაფიის კონკურში მონაწილეთა დაჯილდოვება
ბათუმის მომავლის სკოლის V-VI კლასებში ჩატქრებული კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულების საჯილდოვება ჩვენი აქტივობის მიზანც მომავალი თაობისთვის იმის შეხსენება იყო, რომ ქართულ ენას განსაკუთრებული გაფრთხილება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. მნიშვნელივანია წერის კულტურის ამაღლება; ლამაზად, სუფთად, გარკვევით წერის პოპულარიზაცია; გამარჯვებული მომავლელები V კლასი ალექსანდრე ჯაფარიძე;VI ა კლასი თათია აბაშიძე; ბექა მამულაძე; VI ბ კლასინიკოლოზ ფუტკარაძე;ანა თურმანიძე.
ვიზიტი საკონსტიტუციო სასამართლოში
მომავლის სკოლის სამოქალაქო კლუბ "თანამედროვე თინეიჯერების" ინიციატივითა და სკოლის დირექციის მხარდაჭერით განხორციელდა ვიზიტი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა საკონსტიტუციო სასამართლოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელთან-ბატონ გიორგი ლომთაძესთან. განხილული იქნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სტრუქტურა როლი და მიზნები ქვეყნის დემოკრატიის პრინციპის ერთი-ორად ასამაღლებლად კითხვა-პასუხის რეჟიმში განხილული იქნა სასამართლოს პრაქტიკაში აწ უკვე მიღებული გადაწყვეტილებები.
კალიგრაფიის კონკურსი
შპს ბათუმის მომავლის სკოლის V-VI კლასებში ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. დედაენა არის ენა სულისა და გულისა, დედაბოძი - ჭეშმარიტი განათლებისა, - წერდა იაკობ გოგებაშვილი. ილია შეგვახსენებდა, რომ არსებითი ნიშანი ეროვნებისა, მისი გული და სული ენაა. ჩვენი აქტივობის მიზანც მომავალი თაობისთვის იმის შეხსენება იყო, რომ ქართულ ენას განსაკუთრებული გაფრთხილება და მოვლა-პატრონობა სჭირდება. მნიშვნელივანია წერის კულტურის ამაღლება; ლამაზად, სუფთად, გარკვევით წერის პოპულარიზაცია;ნაწერის ვიზუალურ მხარეზე დაკვირვება. საუკეთესო ნამუშევრები ჰქონდათ : V კლასი ალექსანდრე ჯაფარიძე; VI ა კლასი თათია აბაშიძე; ბექა მამულაძე; VI ბ კლასი ნიკოლოზ ფუტკარაძე;ანა თურმანიძე .დიდი მადლობა თითოეულ მონაწილესა და მომავლის სკოლის დირექციას მხარდაჭერისთვის.
გილოცავთ დედამიწის დღეს
22 აპრილი დედამიწის საერთაშორისო დღეა. ჩვენი პლანეტა ჩვენს ხელთაა,გავუფრთხილდეთ გარემოს,რომელშიც ვცხოვრობთ! მომავლელები გილოცავთ დედამიწის დღეს. გვახსოვს და ვიცით. '' დედამიწა ჩვენი საერთო სახლია''
7ბ კლასის ღონისძიება ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში
წმყოს რომელსაც წარსული არ აქვს,არც მომავალი არ აქვს"-ილია ჭავჭავაძე. ბათუმის აკაკი წერეთლის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკაში შპს ბათუმი მომავლის სკოლის 7ბ კლასის მოსწავლეებმა ჩაატარეს შემეცნებით ღონისძიება სახელწოდებით - ჩემი ტაო კლარჯეთი. ღონისძიების პროექტის მიზანი: მოსწავლეებში ისტორიული ცნობიერების ამაღლება, წარსულის ცოდნა, მისი აწმყოში გათავისება ეხმარება მომავალ თაობას მომავლის მიზნის განხორციელებაში. კლასის მოსწავლეებსა და მასწავლებლებს შეხვდა ბსუ-ს პროფესორი, ქართველოლოგი, ბატონი მალხაზ ჩოხარაძე. მან ისაუბრა ისტორიული ტაო-კლარჯეთის კულტურული ძეგლების, ქართული ტოპონიმიკისა და მუჰაჯირებთან შემორჩენილი ქართული ტრადიციების შესახებ. მალხაზ ჩოხარაძემ მსმენელს მუჰაჯირთა ავთენტური ქართული მეტყველების ამსახველი ვიდეო-მასალა წარუდგინა, მომავლელებმა ვიდეო-მასალის თანხლებით მიმოიხილეს ტაო-კლარჯეთის ისტორია
14 აპრილს,დედაენის დღესთან დაკავშირებით,მომავლის სკოლის საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის წარსულსა და აწმყოზე
ენა საზოგადოების ერთიანობის,საერთო აზრის,იდეოლოგიისა და თავისუფლების დამცველია.14 აპრილს,დედაენის დღესთან დაკავშირებით,მომავლის სკოლის საშუალო და საბაზო საფეხურის მოსწავლეებმა ისაუბრეს ქართული ენის წარსულსა და აწმყოზე,მის მნიშვნელობასა და თავისებურებაზე,იმ ადამიანებზე,რომლებსაც განსაკუთრებული წვლილი აქვთ ენის შენარჩუნებისა და დაცვის საქმეში,ასევე იმ საფრთხეებზე,რომელთა წინაშეც დღეს ქართული ენა დგას.
დედა ენის დღე
14 აპრილს საქართველოში დედაენის დღე აღინიშნება. ეს დღე 1978 წლის მოვლენების აღსანიშნავად 1990 წლიდან დაწესდა.ამ მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით გაიმართა შემეცნებითი ღონისძიება,რომელშიც მონაწილეობდნენ მოსწავლეები Iა კლ.,,ლურჯი სამყაროს" Iბ კლ.,,წითელი სამყაროს
9 აპრილი ისტორიის კვალდაკვალ
სამოქალაქო კლუბის "თანამედროვე თინეიჯერების" ინიციატივითა და სკოლის დირექციის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი,რომელიც მიზნად ისახავდა ცნობიერების ამაღლებას, ჩვენი ქვეყნის უახლესი ისტორიის ორი უმნიშვნელოვანესი თარიღის აღნიშვნასა და მისი მნიშვნელობის გააზრებას დიდება გმირებს ! მადლობა თავისუფლებისათვის
მომავლელები არ ითვლიან ქრომოსომებს
21 მარტს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ დააწესა და დაუნის სინდრომის მქონე პირების შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. 2019 წელს დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის გზავნილია „არავინ დატოვო მიღმა“, რაც გულისხმობს გაეროს 2030 წლის მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების პროცესში დაუნის სინდრომის მქონე ყველა ადამიანის თანაბარ შესაძლებლობას, იცხოვროს თანასწორ გარემოში, ჰქონდეს უწყვეტი პიროვნული განვითარების, განათლების ხელმისაწვდომობის, ჯანმრთელობის დაცვის, სამუშაო და საცხოვრებელი გარემოსა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობის თანაბარი შესაძლებლობები მომავლელები არ ითვლიან ქრომოსომებს . ყოველ 800 ბავშვიდან ერთი დაუნის სინდრომით იბადება. დაუნის სინდრომის მქონე ბავშვი შესაძლებელია ეყოლოს ნებისმიერ ადამიანს.დაუნის სინდრომი დაავადება კი არა, გენეტიკური ცვლილებაა. დაუნის სინდრომი არც მემკვიდრეობითია და არც გადამდები „უთვალავი ჭრელი წინდის ტრადიცია“ (Lot`s of Socks) მსოფლიოში 2013 წლიდან დამკვიდრდა და ქრომოსომასთან მსგავსების გამო 21 მარტის სიმბოლოდ იქცა. ფერადი წინდის ტარებით ადამიანები იქცევენ გარშემომყოფთა ყურადღებას და…
