სიახლეები

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კვალდაკვალ …

25 თებერვალს, ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 100 წელი გავიდა. სწორედ ამ დღეს 100 წლის წინ რუსეთის არმიამ საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ოკუპაცია მოახდინა და დაიწყო ვერაგად ხსენებული გასაბჭოება... ამ თემასთან დაკავშირებით შპს მომავლის სკოლაში გაიმართა კონფერენცია - რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის კვალდაკვალ, რომლის მიზანსაც წარმოადგენს საქართველოს ოკუპაციის 100 წელთან დაკავშირებით ისტორიული ცნობების გაღრმავება. კონფერენციაში მონაწილება მიიღო IX X XI კლასის მოსწავლეებმა, სადაც შემდეგი გამარჯვებულები გამოვლინდნენ I ადგილი XI კლასის მოსწავლე -ნუცა ხალვაში, II ადგილი X კლასის მოსწავლე-ლანა მალაყმაძე, III ადგილი XI კლასის მოსწავლე- გიგლა ქურიძე.
Read More

მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა!

21 თებერვალი მშობლიური ენის საერთაშორისო დღეა!შპს ბათუმის მომავლის სკოლის მომავლელებმაისაუბრეს მშობლიური ენის მნიშვნელობაზე.აღნიშნეს,რომ დედაენა არის ძვირფასი სალარო,რომელშიც დაცულია მთელი სიმდიდრე ხალხის გონებისა,ნაფიქრისა და ნაგრძნობისა.მისი შესწავლა ადამიანს ავსებს სულიერად.როგორც ილია ამბობდა-,,ენა საღვრთო რამ არის,საზოგადო საკუთრებაა,მაგრამ კაცი ცოდვილი ხელით არ უნდა შეეხოს."
Read More

ცხოვრება მშვენიერია,როცა თვალებგაბრწყინებულ მომავალ თაობას უმზერ.

პირველ კლასელთა პირველი ნაბიჯები მომავლის სკოლაში. ჩვენი იმედის მომცემი მომავალი თაობა. აწ უკვე მასპინძლები მომავლის სკოლაში. სითბო, სიყვარული, გარემო რომელიც ყველას ასე ძალიან გვენატრებოდა.. ორშაბათის ჰიმნი დედაენის ძალა და ბოლოს, მეგობარ დირექტორთან ერთად სიმღერა. მომავალი ჩვენია !
Read More

უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა

უსაფრთხო სკოლა!!!! არასოდეს დავკარგოთ რწმენა! მივყვეთ რეკომენდაციებს! მაქსიმალურად დავიცვათ ჰიგიენური წესები! ბათუმის მომავლის სკოლა და შპს დეზინფქცია 100- სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ წარმართვისათვის !
Read More

1 თებერვალი- სასკოლო გარემოში დაბრუნება

2021 წლის 1 თებერვალი ! მონატრებითა და სიყვარულით დატვირთული დღე ვუბრუნდებით ჩვეულ გარემოს !ერთ წლიანი ''ონალინ ჟამიანობის '' შემდეგ სწავლა გაგრძელდა საკლასო გარემოში. სკოლის ადმინისტრაცია მოუთმენლად ელოდა მომავლელებს არსებული რეგულაციების სრული დაცვის პირობებით. სწავლა ისევ ჩვეულ რეჟიმში მომავალი თაობის საკეთილდღეოდ გრძელდება !
Read More

გილოცავთ ძველით ახალ წელს!

ბედნიერი ძველით ახალი წელი გაგითენდეთ !!!! კალანდას გილოცავთ!!!!!! შემოდიოდა ჩვენში კალანდა და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს, სერებს თოვლიანს.... ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ყეფდა თოლია.... იდგა ბერმუხა ღამისმთევარი თოვლში ნაბდითა... დილით მისდევდა სერზე მწევარი ნაკვლევს ნადირთა.... ქარი თვრებოდა ღვინით ნაქებით გრძნეულ მარანთან.... შემოდიოდა ჩიჩილაკებით ჩვენში კალანდა... ანა კალანდაძე
Read More

გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ქრისტეს შობას გილოცავთ!!!ამ ბრწყინვალე დღესასწაულზე გისურვებთ მშვიდობას; ჯანმრთელობას; სიკეთეს; კეთილდღეობას; ოჯახურ კომფორტს; ონლაინჟამიანობის დასრულებას; მუდამ ნათელ აზრს! შეეწიოს ყველა ქართველს შობის დღესასწაულის ძალა და მადლი !
Read More

ბათუმის მომავლის სკოლა გილოცავთ ახალ წელს!

სულ ცოტაც და ისტორიას ჩაბარდება ეს უცნაური; გამოწვევებით სავსე ; უსასრულო ლოდინის წელი!!!!!❄🎄❄ ❄🎄❄2020 წელი- 3-4 სექტემბერი-ხარისხის განვითარების ცენტრის სტუმრობა და საუკეათესო შედეგი! ❄🎄❄2020 წელი- 7 სექტემბერი, დღის 11 საათი შრომის უსაფრთხოების ინსპექციის ს ვიზიტი და უმაღლესი შეფასება . სასწავლო პროცესის დაწყებისთვის ყველა პრევენციული ზომა დაცულია. ❄🎄❄2020 წელი -7 სექტემბერი;15 საათი , საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება' აჭარაში შექმნილი დგომარეობის გამო სასწავლო პროცესი დაიწყო დისტანციურად. და....... მორიგი ონლაინჟამიანობა!!!!!!!! ❄☃❄სასწავლო წელი დავიწყეთ ონლაინრეჟიმში ! მომავლელები; მასწავლებლები; ,მშობლები-დიდებული ტანდემი!!!! პირველად ეულად ვგრძნობდით თავს ...დიდი პასუხისმგებობა, მაგრამ I კლასელები და XII კლასელები....აქ სხვა ხედვა და გამოცდილება იყო საჭირო...თითქოსად არ იმჩნევდა საგანმანათლებლო სფერო, მაგრამ მსგავსი გამოცდილება, მგონი , არ გვქონდა და ...❄☃❄კონსულტაციები; ონლაინ შეხვედრები; სწორი სტრატეგია ... 🥳სულ მალე პირველკლასელებმა სხვა მომავლელებთან ერთად,"ყუთებში" ისე თამამად იგრძნეს თავი ,რომ მაქსიმალურად აითვისეს სასწავლო რესურსი. მომავლელებმა შეძლეს საჭირო ცოდნის…
Read More