N#4 16.03-ში მომავლის სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ანამარია ხარაძემ და ბექა ბერიძემ თანაკლასელთა წინაშე წარმოადგინეს მოთხრობები:აკაკი წერეთლის “ბრიყვი და ჭკვიანი”,ნოდარ დუმბაძის “სასაფლაო”.თხზულებების მოსმენის შემდეგ მოსწავლეებმა შეავსეს ე.წ.მოთხრობის რუკა;დაფაზე ჩამოწერეს კონცეპტუალური ფრაზები ,პერსონაჟთა თვისებები და საკვანძო სიტყვები…ისაუბრეს თხზულებებში დასმული პრობლემების აქტუალურობასა და თანამედროვეობასთან კავშირზე,შეაფასეს წარმდგენები და გამოხატეს თავიანთი ემოცია მოსმენილთან დაკავშირებით. მადლობა მათ ახალი იდეების მოწოდებისა და ჩართულობისთვის!