პროექტი “მკითხველის სკამი”
N#4 16.03-ში მომავლის სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა ანამარია ხარაძემ და ბექა ბერიძემ თანაკლასელთა წინაშე წარმოადგინეს მოთხრობები:აკაკი წერეთლის "ბრიყვი და ჭკვიანი",ნოდარ დუმბაძის "სასაფლაო".თხზულებების მოსმენის შემდეგ მოსწავლეებმა შეავსეს ე.წ.მოთხრობის რუკა;დაფაზე ჩამოწერეს კონცეპტუალური ფრაზები ,პერსონაჟთა თვისებები და საკვანძო სიტყვები...ისაუბრეს თხზულებებში დასმული პრობლემების აქტუალურობასა და თანამედროვეობასთან კავშირზე,შეაფასეს წარმდგენები და გამოხატეს თავიანთი ემოცია მოსმენილთან დაკავშირებით. მადლობა მათ ახალი იდეების მოწოდებისა და ჩართულობისთვის! (იხ. სრულად)